გიორგი ბარამიძე - ხელისუფლებას მივმართავ, ნუ გეშინიათ მიხეილ სააკაშვილის, ხალხის გეშინოდეთ!

ამ ეტაპზე, მოწმის სახით ვიყავი დაბარებული და როგორც მითხრეს, კითხვები ამოწურეს, თუ რამე არ შეცვალეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ განუცხადა, რომელიც მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა.

როგორც ის განმარტავს, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ყველაფრის ფასად განაგრძობს, მათ შორის, თუკი ციხეში აღმოჩნდება, იქიდანაც კი.

„ამ რეჟიმისგან 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან ყველანაირ სისაძაგლეს, ტყუილს ველოდები, რადგან მათ არაერთი ტყუილი და ცილისწამება გაუვრცელებიათ ჩემზეც და ჩემს მეგობრებზეც, რასაც სამართლებრივი მოქმედება არ მოჰყოლია. ახლა ისეთ მარაზმში არიან და ისეთი არაადეკვატურები, რომ არაფერს გამოვრიცხავ, მიუხედავად იმისა, რომ ხელმოსაკიდი არაფერი არ აქვს ხელისუფლებას.

დაანებონ ახალგაზრდებს თავი, ცხადია, ცდილობენ თავიანთი პასუხისმგებლობის აცილებას და სხვაზე დაკისრებას, ეს სხვა პირველ ყოვლისა "ნაციონალური მოძრაობაა" და ოპოზიციაა, აგერ ვართ და დაგვიჭირონ, არსად გავრბივართ, დღესაც მოვედით და რაც არ უნდა სტატუსით დამიბარონ, აქ ვარ. ჩვენი ქმედებების არ გვრცხვენია, პირიქით, ვამაყობთ და ამ ბრძოლას, რასაც პუტინის მონა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია, გავაგრძელებთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს და სადაც არ უნდა ვიყოთ, ვიქნებით აქ, თუ ციხეში.

ხელისუფლებას მივმართავ, ნუ გეშინიათ მიხეილ სააკაშვილის, ხალხის გეშინოდეთ! ხალხი აუცილებლად პოლიტიკურ ჭიტყლაყს ამოგარტყამთ და ძალიან მალე. მიხეილ სააკაშვილი ათასობით კილომეტრის მოშორებითაა საქართვლოდან და ახლა უკრაინაში იბრძვის პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ", -განაცხადა ბარამიძემ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა