„რუსთავი 2“-თან შეკრებილები სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებენ, არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დაიწყოს. როგორც აქციის მონაწილეთა ნაწილმა განაცხადა, გაბუნიას, როგორც ანტისახელმწიფოებრივი განცხადების ავტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.
„ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლებები მოვითხოვოთ, მოვიდნენ აქ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და დაიწყონ საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადეს აქციაზე.
ამასთან, აქციის მონაწილეთა ნაწილის განცხადებით, დაშლას არ აპირებენ და იქამდე, ვიდრე გიორგი გაბუნია და ნიკა გვარამია სამსახურს არ დატოვებენ, ტელეკომპანიასთან დარჩებიან, ნაწილის ინფორმაციით კი, აქცია სრულდება და ხვალ განახლდება.
„ეს არაკაცი, გვარის თქმაც არ მინდა, იძახის, რომ გარეთ ბრბოა შეკრებილი. ჩვენ ბრბო ვართ? ბრბო არიან ეგენი, ამიტომ უნდა ვიდგეთ აქ და არ დავიშალოთ“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"