ნიკა გვარამია - ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, დაცული იყოს არხის უსაფრთხოება

ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, დაცული იყოს სრულიად არხის უსაფრთხოება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ არხის მაუწყებლობის შეწყვეტამდე რამდენიმე წუთით ადრე, საზოგადოებისადმი მიმართვაში განაცხადა.

მისი შეფასებით, ყველაფერი, რაც ახლა ტელეკომპანიასთან ხდება, ხელისუფლების მიერ მართულია. „ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, რომლის იმედიც არ გვაქვს (იმიტომ რომ ვნახეთ, რა შეუძლია ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ორგანოებს - მხოლოდ ქართველი ხალხის სისხლისღვრა), მაგრამ მაინც მოვითხოვთ, რომ დაცული იყოს სრულიად არხის უსაფრთხოება, მედიის დამოუკიდებლობა. ჩვენ ყველაფერი ის, რაც ახლა ხდება, ხდება ხელისუფლების თანამდებობის პირების პირდაპირი წაქეზებით - ეს არის არხის დაპყრობის, მასში შემოჭრის, „რუსთავი 2“-ის არა ირიბი, არამედ პირდაპირ ხელში ჩაგდების მცდელობა და ეს ახლა მიმდინარეობს. ვიდრე უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი, ვშითავთ ჩვენს მაუწყებლობას“, - განაცხადა გვარამიამ.

არხის გენერალურმა დირექტორმა მხარდამჭერებს მოუწოდა, ტელეკომპანიასთან არ მივიდნენ, რადგან

„იქნება დაპირისპირებები და პროვოკაციები. „ყველას მოვუწოდებთ, მათ შორის ჩვენს მომხრეებს, თავი შეიკავონ აქ მოსვლისგან, რადგან იქნება დაპირისპირებები პირდაპირი მნიშვნელობით, იქნება პროვოკაციები, რადგან ეს არის ხელისუფლების მიერ მართული პროცესი თავისუფალი მედიის და დემოკრატიის მთავარი საყრდენის წინააღმდეგ“, - აღნიშნა გვარამიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა