სერგი კაპანაძე - ხელისუფლებას, როგორც ჩანს, თავის თავში გადალახული აქვს წითელი ხაზი და აპირებს შეტევა გააგრძელოს „რუსთავი 2“-ზე

ხელისუფლებას, როგორც ჩანს, თავის თავში გადალახული აქვს წითელი ხაზი და აპირებს შეტევა გააგრძელოს „რუსთავი 2“-ზე და ზოგადად, დამოუკიდებელ მედიაზე, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე "რუსთავი 2"-ის მიმართ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლების მხრიდან ამ ფორმით რეაგირება ყველაზე უფრო შემაშფოთებელი იყო.

„განცხადება თავისი ფორმით სრულიად მიუღებელი იყო, მაგრამ ეს რომ მიუღებელი იყო მას შემდეგ სრულიად ამოიწურა, რაც არხმა ბოდიში მოიხადა და კონკრეტული შეფასებები გაკეთდა. ეს არის დამოუკიდებელი ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკა, რაც ვიღაცისთვის შეიძლება მიუღებელი იყოს. თუმცა, ამაზე არსებობს მარტივი პასუხი, არ უნდა უყურო იმ გადაცემას, რომელიც არ მოგწონს. რაც შეეხება რეაგირებას ხელისუფლების მხრიდან, ეს იყო ყველაზე უფრო შემაშფოთებელი. ასე მოკლე დროში ყველა სახელმწიფო უწყების რეაგირება, მათ შორის, პრეზიდენტის, პრემიერის, თბილისის მერის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს სრულიად აბსურდული განცხადება ეს იყო პირდაპირ შეტევა არხის სარედაქციო პოლიტიკაზე. არ შეიძლება სახელმწიფომ ეს ზღვარი გადალახოს და ჩაერიოს კერძო კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში. ის მუქარები, რომ ეს ასე არ უნდა დარჩეს და რაღაც უნდა შეიცვალოს, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასოს ჟურნალისტის ქმედება, არის სრულიად გაუგებარი. ეს მარტივად მეტყველებს ერთ რამეზე, ხელისუფლებას როგორც ჩანს, თავის თავში გადალახული აქვს წითელი ხაზი და აპირებს შტევა გააგრძელოს „რუსთავი 2“-ზე და ზოგადად, დამოუკიდებელ მედიაზე. ამას საზოგადოება აუცილებლად წინ უნდა აღუდგეს",- განაცხადა კაპანაძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

სერგი კაპანაძე - ხელისუფლებას, როგორც ჩანს, თავის თავში გადალახული აქვს წითელი ხაზი და აპირებს შეტევა გააგრძელოს „რუსთავი 2“-ზე

ხელისუფლებას, როგორც ჩანს, თავის თავში გადალახული აქვს წითელი ხაზი და აპირებს შეტევა გააგრძელოს „რუსთავი 2“-ზე და ზოგადად, დამოუკიდებელ მედიაზე, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე "რუსთავი 2"-ის მიმართ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლების მხრიდან ამ ფორმით რეაგირება ყველაზე უფრო შემაშფოთებელი იყო.

„განცხადება თავისი ფორმით სრულიად მიუღებელი იყო, მაგრამ ეს რომ მიუღებელი იყო მას შემდეგ სრულიად ამოიწურა, რაც არხმა ბოდიში მოიხადა და კონკრეტული შეფასებები გაკეთდა. ეს არის დამოუკიდებელი ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკა, რაც ვიღაცისთვის შეიძლება მიუღებელი იყოს. თუმცა, ამაზე არსებობს მარტივი პასუხი, არ უნდა უყურო იმ გადაცემას, რომელიც არ მოგწონს. რაც შეეხება რეაგირებას ხელისუფლების მხრიდან, ეს იყო ყველაზე უფრო შემაშფოთებელი. ასე მოკლე დროში ყველა სახელმწიფო უწყების რეაგირება, მათ შორის, პრეზიდენტის, პრემიერის, თბილისის მერის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს სრულიად აბსურდული განცხადება ეს იყო პირდაპირ შეტევა არხის სარედაქციო პოლიტიკაზე. არ შეიძლება სახელმწიფომ ეს ზღვარი გადალახოს და ჩაერიოს კერძო კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში. ის მუქარები, რომ ეს ასე არ უნდა დარჩეს და რაღაც უნდა შეიცვალოს, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასოს ჟურნალისტის ქმედება, არის სრულიად გაუგებარი. ეს მარტივად მეტყველებს ერთ რამეზე, ხელისუფლებას როგორც ჩანს, თავის თავში გადალახული აქვს წითელი ხაზი და აპირებს შტევა გააგრძელოს „რუსთავი 2“-ზე და ზოგადად, დამოუკიდებელ მედიაზე. ამას საზოგადოება აუცილებლად წინ უნდა აღუდგეს",- განაცხადა კაპანაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია