ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 7 ივლისს, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "პოსტკრიპტუმის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, წამყვანის განცხადება რუსეთთან დაძაბული ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებისკენ არის მიმართული და ხელს უწყობს ვითარების ესკალაციას.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ მიმდინარე წლის 7 ივლისს, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა ‘’პოსტკრიპტუმის’’ წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულ უცენზურო, შეურაცხმყოფელ, არაეთიკურ განცხადებას ოკუპანტი ქვეყნის პირველი პირის მიმართ, რაც პირდაპირ თუ ირიბად, ორ სახელმწიფოს შორის ისედაც უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავებისკენაა მიმართული, ხელს უწყობს სიტუაციის ესკალაციას და ქვეყნის უსაფრთხოებას დარტყმის ქვეშ აყენებს. მსგავსი უცენზურო განცხადებები სხვადასხვა პოლიტიკოსის, ადამიანთა ჯგუფების მიმართ, უკვე დიდი ხანია ამ ტელეკომპანიის ეთერიდან ისმის, რაც როგორც ეთიკური, ისე მორალური თვალსაზრისით, კატეგორიულად მიუღებელია! ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გმობს მასმედიის საშუალებებით მსგავსი ფორმით გამოხატულ პროტესტს ნებისმიერი ადამიანის, პოლიტიკოსის, რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფის მიმართ!“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს