გეოგრაფიის უგულებელყოფა შეუძლებელია - ჩვენ ჩვენს მეზობლებთან მაქსიმალურად პრაგმატული პოლიტიკის გატარება უნდა ვცადოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, არის ხალხი, ვინც ამას რადიკალურად უყურებს და ეს პოლიტიკური დივიდენდების მიღების მცდელობაა.
“მინდა პოლიტიკურ ოპონენტებს მივმართო - საქართველოს, ამ რეგიონს კონკრეტული გეოგრაფია აქვს და იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვანვითარებთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს დასავლეთთან, გავდივართ ახალ გლობალურ ბაზრებზე, ეს გეოგრაფიაც მოცემულობად რჩება. გეოგრაფიის შეცვლა შეუძლებელია. ჩვენ ჩვენს მეზობლებთან მაქსიმალურად პრაგმატული პოლიტიკის გატარება უნდა ვცადოთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რაც საქართველოს შეუძლია გააკეთოს, არის წყაროების დივერსიფიკაცია და ყველა ეკონომიკური შესაძლებლობის გამოყენება, რაც გეოგრაფიის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
“საქართველო არის საკმაოდ რთულ რეგიონში, თუმცა დასავლეთის ძლიერი მხარდაჭერა აქვს“, - დასძინა არჩილ თალაკვაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"