გიდები დავით გარეჯთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავენ

დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, გიდები საგარეო საქმეთა სამინისტროსგან სადელიმიტაციო კომისიის მუშაობის შედეგების გაცნობას ითხოვენ. შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით გიდებმა საგარეო უწყებას დღეს მიმართეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა გიდმა ალექსანდრე პაიკიძემ განუცხადა, მათ ინფორმაციის მიღება სურთ იმასთან დაკავშირებით, რა ეტაპზეა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მუშაობა და კონკრეტულად რა შედეგებს მიაღწია აღნიშნულმა კომისიამ მოლაპარაკებების შედეგად.

„არანაირი ინფორმაცია - რა საკითხებს განიხილავს ეს კომისია, რა ვადები აქვთ, რა შემადგენლობა - არაფერი არ არის ცნობილი. რამდენიმე თვეა მიმდინარეობს ეს ყველაფერი და „გვაცადეთ“, „გვაცადეთ“-ს მეტი არაფერი ისმის, როცა გარეჯში რეალობა კატასტროფულია. რა თქმა უნდა, ვითარების ესკალაცია ჩვენი ქვეყნის ინტერესში არ შედის, უბრალოდ გვინდა, გაგვაცნონ რა ვითარებაა ახლა. უამრავი ტურისტი ჩაგვყავს გიდებს იქ, რომლებსაც ვერ ვუხსნით, რატომ ვერ შევდივართ გარეჯის ლავრის იმ ტერიტორიაზე, სადაც აზერბაიჯანელი მესაზღვრები დგანან. შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტროში დავტოვეთ წერილი და ვნახავთ, რა რეაგირება იქნება. თუ არის შედეგები, ეს გვითხრან, თუ არ არის, რატომ არ არის. უუნარობაც არ არის ეს ყველაფერი, სახელიც აღარ ჰქვია. გასაგებია, რომ პარტნიორი სახელმწიფოა. ჩვენ ხომ არ ვითხოვთ აზერბაიჯანისგან რამეს, ჩვენ ვითხოვთ ქართული მხარისგან პასუხებს,“ - განაცხადა ალექსანდრე პაიკიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს