გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

კომპანიის განცხადებით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 ივლისს 08:00-დან 13:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნატახტარი, მისაქციელი, 10:00-დან 11:00 საათამდე - სოფლებში ციხისძირი, ძველი ქანდა, ქანდა, მუხრანი, ქსანი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:30 საათამდე - სოფლებში წილკანი, ფრეზეთი, ახალდაბა, ერედა და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 11:00-დან 13:00 საათამდე - სოფლებში ქსოვრისი, ილტოზა, მჭადიჯვარი, ვარდისუბანი და მიმდებარე სოფლებში.

ამასთან, 12:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: მაღაროსკარი, თვალივი, ჩარგალი, გუდრუხი, თხილიანა, გუდანი და მიმდებარე სოფლებს, 13:00-დან 17:00 საათამდე - სოფლებს არაგვისპირი, ბოდორნა, აგატი, ბიჩნიგაურები, ჟინვალი, ჭოპორტი და მიმდებარე სოფლებს, ასევე 14:40-დან 19:00 საათამდე - სოფლებს ანანური, ცივწყარო, მენესო, ჭივილაანები, შალიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებს. 15:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდება მომხმარებლებს დაბა სტეფანწმინდაში.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო