არქიმანდრიტი კირიონი - დავით გარეჯში საქმე წინ არ მიდის და რეალობა არა თუ სასიკეთოდ იცვლება, არამედ მძიმდება

თუ ასე განავითარეს ურთიერთობები, ბოლოს აზერბაიჯანი, ეს ჩვენი კეთილი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა გადაიქცევა კლასიკურ ოკუპანტად, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) განუცხადა.

სასულიერო პირის განცხადებით, მონასტრის ტერიტორიაზე სიტუაცია მძიმეა. მისივე თქმით, მონასტერში შესვლის უფლება არც მესაზღვრეებს აქვთ, არც ტურისტებს და არც თვითონ სასულიერო პირებს.

„სტაბილური მდგომარეობა არანაირად არ არის, ჩამორთმეული გვაქვს მონასტერში შესვლის უფლება. ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ, მე არც სახელმწიფო ვარ და არც ძალოვანი სტრუქტურები მექვემდებარებიან, რომ ავიდე და დავიკავო მონასტერი, რომელიც აბსოლუტურად ჩვენია. თუ ასე განავითარეს ურთიერთობები, ბოლოს, სამწუხაროდ, ეს ჩვენი კეთილი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა გადაიქცევა კლასიკურ ოკუპანტად. ამას თუ ვერ აფიქსირებენ ან აზერბაიჯანის ან ჩვენს მხარეს, ძალიან ცუდ შედეგებს გამოიღებს სახელმწიფოებრივ და ერებს შორის ურთიერთობაში. ჩვენს მესაზღვრეებსაც კი არ შეუძლიათ მონასტერში შესვლა, არა თუ მამაოს, მომლოცველს ან ტურისტს“,- განაცხადა არქიმანდრიტმა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან სიტუაციის გასაუმჯობესებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

„თუ სახელმწიფოს დავუჯერებთ და მოვუსმენთ, დღე და ღამე მუხლჩაუხრელად შრომობენ და საჭმელს არ ჭამენ, ფაქტობრივად, წელებზე ფეხს იდგამენ, მაგრამ საქმეს არაფერი ეტყობა. სიტყვა ერთია, რომ ხალხი დაამშვიდონ თავიანთი კონკრეტული კომენტარებით და საბოლოო ჯამში ფაქტი ისაა, რომ საქმე წინ არ მიდის და რეალობა არა თუ სასიკეთოდ იცვლება, არამედ მძიმდება,“ - განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

იხილეთ ვიდეო: არქიმანდრიტი კირიონი - დავით გარეჯში რეალობა არა თუ სასიკეთოდ იცვლება, არამედ მძიმდება

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა