თამარ კინწურაშვილი - საკითხავია, ქიბარ ხალვაში საკუთარ თავს წარმოადგენს თუ ამჟამინდელ ხელისუფლებას

ამ შემთხვევაში, საკითხავია, ქიბარ ხალვაში საკუთარ თავს წარმოადგენს თუ ამჟამინდელ ხელისუფლებას, - ასე ეხმაურება მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომელშიც უკმაყოფილებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში არხის ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო და აღნიშნავს, რომ "სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას".

"ორი დღის წინ ახალი მფლობელი საუბრობდა იმის შესახებ, რომ არ შეიცვლებოდა "რუსთავი 2" -ის სარედაქციო პოლიტიკა, ხოლო გუშინდელი გადაცემების შემდეგ, რომელიც არაფრით არ განსხვავდებოდა წინა გადაცემებიდან, იგივე კრიტიკული დამოკიდებულება ჩანდა ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ, მან უკვე გააკეთა განცხადება, რომ აპირებს ჩაერიოს სარედაქციო პოლიტიკაში, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით არის დაცული. მენეჯერსაც არ აქვს უფლება ჩაერიოს და მიიღოს გადაწყვეტილებები იმ რედაქციის ნაცვლად, რომელიც დღეს სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავს", - აღნიშნა თამარ კინწურაშვილმა.

კინწურაშვილი ევროპელი ან ამერიკელი მედია მენეჯერისთვის ტელევიზიის ჩაბარების საკითხსაც აფასებს, რომელზეც ქიბარ ხალვაშის განცხადებაშია ნათქვამი და აღნიშნავს, რომ ინგლისურად მოლაპარაკე ექსპერტი არაფერს ნიშნავს.

„ცხადია, სანდო რეპუტაციის მქონე უცხოელი ექსპერტი კითხვის ნიშნებს არ ბადებს, მაგრამ ინგლისურად მოლაპარაკე ექსპერტი არაფერს არ ნიშნავს, რადგან პუტინის „რაშა თუდეიშიც" ნახავთ არაერთ ინგლისურად მოლაპარაკე უცხოელ ექსპერტს, რომელიც კრემლის პოლიტიკის გამტარებელია", - განაცხადა კინწურაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში, „მაღალი რეპუტაციის და დიდი სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელ ან ამერიკელ მედია-მენეჯერს ეძებს. ამის შესახებ ქიბარ ხალვაშის განცხადებაშია აღნიშნული, სადაც „რუსთავი 2“-ის მფლობელი უკმაყოფილებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში არხის ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა