ეკა გიგაური - მნიშვნელოვანია, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა საზოგადოებას გააცნონ ყველა ის საფრთხე, რომელსაც ისინი თვლიან, რომ არსებობს

მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებმა საზოგადოებას გააცნონ ყველა ის საფრთხე, რომელსაც ისინი თვლიან, რომ არსებობს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და „რუსთავი 2“- ის საინფორმაციო ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორ გიგაურმა განაცხადა, განვითარებული მოვლენები „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების მხრიდან აღქმული იყო როგორც სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა.

"მნიშვნელოვანია ჟურნალისტებმა გაგვაცნონ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება თვითონ არხზე და ზოგადად როგორ აღიქვამენ ისინი ახალი მფლობელის განცხადებას. ცხადია, მათთვის ეს აღქმული იყო როგორც სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა იმის გათვალისწინებით, რომ ახალმა მფლობელმა უარი თქვა იმ საბჭოს შექმნაზე, რომლის მიზანიც ზუსტად ის იყო, რომ ერთი მხრივ, დაეცვა ჟურნალისტების უფლებები და მეორე მხრივ, კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა შეენარჩუნებინა.

ჩვენ რაც ვუთხარით, არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათ გააცნონ საზოგადოებას ყველა ის საფრთხე, რომელსაც ისინი თვლიან, რომ არსებობს და მომავალშიც თუკი მათი უფლებები იქნება დარღვეული მოგვაწოდონ ჩვენ ინფორმაცია", - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და „რუსთავი 2“- ის საინფორმაციო ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრა სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2“ -ში შედგა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო