გიორგი ქობულია ანაკლიის პროექტზე - „იბიარდის“  ხელმძღვანელმა  თქვა, რადგან  ჩვენ ვერ დავრწმუნდით, რომ ეს პროექტი ეკონომიკურად კარგია,  ამიტომ ვითხოვთ სახელმწიფო გარანტიებს

„იბიარდის“ ხელმძღვანელმა ბრუნო ბალვანერამ თქვა, რადგან ჩვენ ვერ დავრწმუნდით, რომ ეს პროექტი ეკონომიკურად კარგია, ამიტომ ვითხოვთ სახელმწიფო გარანტიებს,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

გიორგი ქობულიას განცხადებით, თავად მინისტრობის პერიოდშიც არ იყო ანაკლიის პორტის პროექტის მოწინააღმდეგე, უბრალოდ მას სურდა, მოეძიებინა მტკიცებულება, რამდენად არის პროექტი ეკონომიკურად გამართლებული და როგორ წაადგებოდა ქვეყანას.

"მე არაერთხელ შევხვდი კონსორციუმის ხელმძღვანელობას, ლევან ახვლედიანს, ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესაც შევხვდი, მაგრამ უფრო ნაკლებად. მათი ვალდებულება კონტრაქტის მიხედვით იყო, რომ მოეძიებინათ ინვესტორები და შემოეტანათ 100 მილიონი კაპიტალი. მე არ ვიცი, დღეს რა მდგომარეობაა, მაგრამ ჩემი მინისტრობის პერიოდში იმის საბუთი, რომ ეს 100 მილიონი არის შეგროვებული, მე ვერ ვნახე. მათთან არანაირი პრეტენზია და ნეგატივი არ მექნებოდა და არ მაქვს, უბრალოდ თუ მათ შეგროვებული აქვთ ეს 100 მილიონი, ამის საბუთი მოიტანონ, ეს ძალიან ძლიერი ბერკეტი იქნება მათ ხელში, რომ წინ წაწიონ პროექტი. პირველი, რასაც ვურჩევდი არის ის, რომ მოიტანონ 100 მილიონი, შეგროვებული კაპიტალის დასაბუთებული დოკუმენტი",-აცხადებს ქობულია.

გიორგი ქობულიას თქმით, მისი, პრემიერ-მინისტრის და კონსორციუმის წარმომადგენლებს შორის ოფიციალურ შეხვედრაზე, „იბიარდის“ ხელმძღვანელმა გამოთქვა პრეტენზია, რომ მას სურდა მიეღო სუვერენული გარანტიები. ქობულიას თქმით, „იბიარდის“ ხელმძღვანელმა აღნიშნულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მათ ვერ ნახეს პორტის ტვირთბრუნვების დამადასტურებელი ანალიზი. ამასთან, ქობულია ირწმუნება, რომ რადგან ფინანსური ინსტიტუტები, ინვესტორები ვერ დარწმუნდნენ, რომ პორტი ეკონომიკურად კარგია, ისინი ამიტომ ითხოვდნენ სახელმწიფო გარანტიებს, რათა მათ მიერ გაცემული სესხები შემდგომში უკან დაბრუნებოდათ.

"იბიარდის ხელმძღვანელმა წარადგინა ერთ-ერთი პრეტენზია და თქვა, რომ ჩვენ გვინდა მივიღოთ სუვერენული გარანტიები. რადგან ჩვენ ვერ ვნახეთ ამ პორტის ტვირთბრუნვების დამადასტურებელი ანალიზი, ჩვენ შევუკვეთეთ ჩვენი ანალიზი და ჩვენი ანალიზი მეტყველებდა იმაზე, რომ ამ პორტებს აქვს ძალიან დიდი რისკები ტვირთების მოზიდვაზე, რაც მათ უწერიათ ბიზნესგეგმაშიო. ბალვანერამ თქვა, რომ რადგანაც ჩვენ ვერ დავრწმუნდით, რომ ეს პროექტი ეკონომიკურად კარგია, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ სახელმწიფო გარანტიებს",-აცხადებს ქობულია.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
"ავერსი" მომხმარებელს ახალ პროექტს - "სააფთიაქო თაროს" სთავაზობს
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს