ოთარ კახიძე - მივესალმებით ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დასრულებისკენაა მიმართული

მივესალმებით ნებისმიერ მცდელობას, რომელიც მიმართულია რეალურად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დასრულებისკენ,- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გადაწყვეტილებას ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებით.

„ანაკლიის პორტის მშენებლობა ქვეყნის სტრატეგიული ინტერესია. ვხედავთ, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს დაბრკოლება შეუქმნას პროცესს. მივესალმებით ნებისმიერ მცდელობას, რომელიც მიმართულია რეალურად ამ პორტის მშენებლობის დასრულებისკენ“, - აღნიშნა კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის და ბადრი ჯაფარიძე თავიანთ აქციებს „ანაკლიის კონსორციუმში“ სამართავად გადასცემენ საერთაშორისო სატრასტო ფონდს, ვიდრე არ გაქარწყლდება მათ წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებები.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს