ცნობილი უროლოგი ლაურ (ლავრენტ) მანაგაძე გარდაიცვალა

თანამედროვე ქართული უროლოგიის სკოლის ფუძემდებელი, ცნობილი ქართველი ექიმი ლაურ (ლავრენტ) მანაგაძე გარდაიცვალა.

ლაურ მანაგაძეს შაბათს, 10 აგვისტოს დაკრძალავენ. მას 15:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ.

ცნობილი უროლოგი თანამედროვე ქართული უროლოგიის სკოლის ფუძემდებელი, ათეული წლების განმავლობაში უროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის და უროლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, მრავალი საპატიო ჯილდოს და პრემიის ლაურეატი და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექიმი იყო.

“საქართველოს სამედიცინო საზოგადოებამ უდიდესი დანაკლისი განიცადა“, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება