არქიმანდრიტი კირიონი - როცა ცამდე მართალი ხარ და ვერაფერს აღწევ, მაშინ ხელისუფლება არ ხარ და წასასვლელი ხარ სახლში

სადაც ცამდე მართალი ხარ, საერთაშორისო კანომდებლობის დონეზეც მართალი ხარ და ვერაფერს აღწევდე, მაშინ ხელისუფლება არ ხარ და წასასვლელი ხარ სახლში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) დავით გარეჯში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, დავით გარეჯში ვითარება კვლავ უცვლელია, ხოლო საგარეო უწყებაში საპასუხოდ კონკრეტულს ვერაფერს ამბობენ, სტანდარტული პასუხი აქვთ, რომ „მუშაობენ და დღედაღამ მარტო ამაზე ფიქრობენ, სხვა საფიქრალი არ აქვთ.“

„ვითარება ისეთია, როგორიც იყო. რაც 3 კვირის წინ დაიწყო, იგივე სიტუაციაა. აზერბაიჯანელები დგანან, თხემს მთლიანად იკავებენ, ჩვენი მხარე საერთოდ თხემის წვერზე ვერ მიდის, ვერც მომლოცველი, ვერც ტურისტი, ვერც ჩვენ მამაოები და ვერც ჩვენი მესაზღვრეები. ფაქტობრივად, ოკუპირებულია ტერიტორია აზერბაიჯანელების მიერ. აბსოლუტურად ყოველგვარი სამართლის ნორმის დარღვევის ნიშნებია, იმიტომ, რომ არანაირი უფლება აქვს აზერბაიჯანს მოლაპარაკების პროცესში, სანამ საზღვარი დაუდგენელია და არ ვიცით, სად გადის სასაზღვრო ზოლი, 2019 წლამდე არსებული დეფაქტო მდგომარეობა შეეცვალა. ეს არის აკრძალული გაეროს კონვენციის თანახმად,“ - განაცხადა არქიმანდრიტმა.

მისივე თქმით, დავით გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელებს დაახლოებით 60-80 მესაზღვრე ჰყავთ.

„კარვები ისევ აქვთ გაშლილი. სამხედრო დამატებითი ძალები რომ მოიყვანეს, ისინი არიან დაბანაკებულები. პატარა სექტორი რაც ჰქონდათ, იმხელა კონტიგენტს ვერ აუვიდოდა, ამიტომ დამატებით ეს კარვები გაშალეს და დამატებითი კონტიგენტი იქ ცხოვრობს,“ - განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

იხილეთ ვიდეო

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს