ადვოკატი - სასაცილოა, ნიკა გვარამიას რანაირად  შეიძლება გაუთანაბრო მაფიის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებული რისკები

ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიასთვის გირაოს შეფარდების თაობაზე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

გვარამია აღნიშნილი განჩინების გაუქმებას ითხოვს და როგორც მისი ინტერესების დამცველი განმარტავს, ამის არაერთი საფუძველი არსებობს.

“მაგალითად, მოსამართლემ იმ ვარაუდის დასადასტურებლად, რომ თითქოს და, არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი ნიკა გვარამიას მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, მიუთითა საქმის მასალები, რომელიც სასამართლოს ფიზიკურად არ უნახავს, რადგან პროკურატურამ მხოლოდ ექვი ტომი მიიტანა და დარჩენილი მასალები არ მიუტანია. სასამართლოს მოხსენიებული აქვს ის მასალები, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ფიზიკურად არ მოხვედრილა. ამასთან, სასამართლო არასწორი სამართლებრივი განმარტება გააკეთა. მან მაგალითად ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მოიტანა საქმეზე “კონტრადა იტალიის წინააღმდეგ“ და ამით გაამართლა, რომ ნიკა გვარამიას შეიძლება მოწმეებზე ზეწოლა მოეხდინა. ეს საქმე რადიკალურად განსხვავებული გარემოებებისგან შედგება. სასაცილოა, ნიკა გვარამიას რანაირად შეიძლება გაუთანაბრო მაფიის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებული რისკები. სასამართლოს დასაბუთება ამ ნაწილში არის სასაცილო.

სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რაც ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ “რუსთავი2“-ს ზიანი არ მიუღია და მომდევნო წელს სახელშეკრულებო თანხა სწორედ ნიკა გვარამიას მოთხონით 9-მილიონ 300 ათასი ლარით გაიზარდა. “რუსთავი2“-მა არათუ იზარალა, არამედ პირიქით, აღნიშნული ხელშეკრულებით სარგებელი მიიღო“, - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა