ელენე ხოშტარიამ საპატიმროში ირაკლი ოქრუაშვილი მოინახულა, ამჯერად კი გლდანის ციხეში 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებს ხვდება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია გლდანის ციხეში, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების მოსანახულებლად მივიდა.

როგორც ელენე ხოშტარიამ განაცხადა, პატიმრებს ოჯახთან კომუნიკაცია შეზღუდული აქვთ და ამიტომ მნიშვნელოვანია, გაიგონ მათი მდგომარეობა. ხოშტარია დღეს ოთხ დაკავებულს მოინახულებს.

„პირველ ჯერზე ვნახე ცხრა ადამიანი, დღეს ვნახავ კიდევ ოთხ ადამიანს. ცნობილია, რომ მათ ყველას შეზღუდული აქვთ ოჯახთან კომუნიკაცია, ოჯახის წევრები ნერვიულობენ, ადამიანურად რთულია, როდესაც საერთოდ ვერც ეკონტაქტები. პირველ რიგში, ესაა ჩემი ამოცანა, მხარდაჭერა გამოვხატო ამ გზით და ადამიანურად მოვიკითხო, როგორ არიან.

აბსოლუტურად ცხადია, რომ მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით ხელისუფლება მიდის არა იმ გზით, რომ პასუხისმგებლობა აიღოს მთავარ დანაშაულზე, რაც მათ ჩაიდინეს, თვალები დათხარეს ადამიანებს, გამოიყენეს ტყვიები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინათ და დღემდე მალავენ ამის შესახებ ინფორმაციას. ანზორ ჩუბინიძე, რომელსაც ვხედავდით კადრებში, როგორ მონაწილეობდა დარბევაში, ამაზეც არანაირი რეაგირება არ არის. კონკრეტული კადრები, სადაც პოლიციელები ძალადობენ, ისინიც დასჯილები არ არიან და პარალელურად დააკავეს ადამიანები ძალიან მძიმე მუხლით, რომლების შესახებაც ამოჭრეს ის კონკრეტული კადრი, რომელიც შსს-ს აწყობს და არ აჩვენეს მანამდე რა ხდებოდა. მასალა არსებობს, რომ მანამდე ძალიან ბევრი მათგანი ფიზიკურად არის დაზარალებული, დაჭრილები იყვნენ და ოპერაციაც ჩაუტარდა ერთ-ერთს. ზოგს პირდაპირ ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ან ხელკეტი. უბრალოდ „კერავენ“ საქმეს, როგორც მათ აწყობთ, რომ ერთი მხრივ, აირიდონ პასუხისმგებლობა და მეორე მხრივ, თავისი ჭკუით, ადამიანები დააშინონ, რომ მათ აღარ მოუნდეთ ანტისაოკუპაციო მიტინგზე გამოსვლა. ეს ასევე ეხმიანება რუსეთის მოთხოვნებს, დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც აპროტესტებდა გავრილოვის აქ ჩამოსვლას ამიტომ მთლიანად კონტექსტი სამართლებრივიც და პოლიტიკურიც არის ძალიან მძიმე, ეს ადამიანები არიან პრაქტიკულად მძევლები, აბსოლუტურად აპოლიტიკურები, არათუ არაპარტიულები. ამიტომ ეს არის სადამსჯელო ოპერაცია ოპოზიციის წევრებსა და მოქალაქეების წინააღმდეგ”, - განაცხადა ხოშტარიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს ასევე მოინახულა ირაკლი ოქრუაშვილი.

„დღეს ასევე მოვინახულე „მატროსოვზე“ ირაკლი ოქუაშვილი, რომელიც იგივე საქმეზეა დაკავებული ჯგუფთან ერთად, რომლებსაც არც იცნობს და მას ბრალი ედება, რომ მათთან ერთად რაღაც დააორგანიზა. სასამართლოზეც რომ გენახათ, ძალიან სუსტი საქმეა. უბრალოდ შეიძლება, „რუსთავი 2”-თან დაკავშირებით და ისედაც დაშინების მიზნით, ის ძალიან უსაფუძვლო საქმით გამოკეტეს ციხეში, არ არსებობს არანაირი მტკიცებულებები და საქმე არის იდენტური, როგორც ამ 19 დაკავებულის, რომელსაც, ჩვენ რასაც ვისმენთ, არის აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები”,- განაცხადა ხოშტარიამ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს