მოსამართლეობის კანდიდატი ალექსანდრე წულაძე - ჩემი ცოდნა და გამოცდილება მომცემს საშუალებას, ღირსეულად ვემსახურო ჩემს ქვეყანას

ვთვლი, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება მომცემს საშუალებას, წარმატებით და ღირსეულად ვემსახურო ჩემს ქვეყანას, რომლის წინაშეც როგორც ადამიანი, პროფესიონალი და ამ ქვეყნის შვილი, თავს ვალდებულად ვგრძნობ და ასევე, დავიცვა თითოეული მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების დაწყებამდე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ალექსანდრე წულაძემ განაცხადა.

მან ისაუბრა საკუთარი განათლების, სამუშაო გამოცდილების და მოტივაციის შესახებ და აღნიშნა, რომ კონკურსში მონაწილეობის გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი იფიქრა.

„უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მომეცა საშუალება, მომეპოვებინა სტიპენდია და მესწავლა რომში მაგისტრატურაზე, სადაც პირველად აღმოვაჩინე საქმე, რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებასა და ემოციას მგვრის, ეს არის მედიაცია. ვინაიდან იმ ეტაპზე საქართველოში დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები საკმაოდ უცხო სფერო იყო, გადავწყვიტე, რომ ამ მიმართულებით გამეგრძელებინა სადოქტორო პროგრამაზე მუშაობა. მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებზე, ასევე, სასამართლოსა და კვლევითი მიმართულებითაც მომცემს საშუალებას, რომ წარმატებით და ღირსეულად ვემსახურო ჩემს ქვეყანას, რომლის წინაშეც როგორც ადამიანი, როგორც პროფესიონალი და ამ ქვეყნის შვილი, თავს ვალდებულად ვგრძნობ. ასევე, დავიცვა თოთოეული მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები, განურჩევლად მათი რასისა, სქესისა, გენდერული იდენტობისა, რელიგიური მრწამსისა თუ პოლიტიკური შეხედულებისა", - განაცხადა წულაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა