კოტე კემულარიას განცხადებით, ჩამოყალიბდა მოძრაობა, რომელიც 20 ივნისის მოვლენებისას დაკავებულებს და დაშავებულებს დაეხმარება

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის კოტე კემულარიას განცხადებით, მათ მიერ ჩამოყალიბდა „20 ივნისის მოძრაობა - პოლიტპატიმრები“, რომელსაც უერთდებიან ოპოზიციური პარტიები, იურისტები და სხვა მოქალაქეები. კოტე კემულარიას ინფორმაციითვე, მოძრაობა 20-21 ივნისს დაკავებულებს დაიცავს და დაზარალებულებს სამართლებრივად უანგაროდ დაეხმარება. მისივე თქმით, „მოძრაობის მთავარი მიზანი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა“.

„ყველას ვაძლევ პირობას, რომ სწორედ მე ჩავუდგები სათავეში მოძრაობას, რომელსაც დღეს ვიწყებთ. ეს არის ზეპარტიული, არაპოლიტიკური. ჩვენ თანამოაზრეები გვყავს ყველა ოპოზიციურ პარტიაში. მათთან კონსულტაციები გვაქვს. ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას ყველას დასაცავად. დავიცავთ ყველა პატიმარს, ყველას, იმ დასახიჩრებულებს, რომელთაც დღეს აშინებენ, ხელი, მხარი აქვთ მოტეხილი და არ მიმართოთ ექსპერტიზას, არ მიხვიდეთო, ყველას დავუკავშირდებით, უანგაროდ დავეხმარებით, რომ მათ სასამართლოებს მიმართონ, კომპენსაციებზე იფიქრონ, რომელიც ეკუთვნით. მიმართონ სტრასბურგის სასამართლოსაც და ეს დაუსჯელი არ დავტოვოთ, თორემ მომავალში ასეთი უბედურება კიდევ განმეორდება“, - განაცხადა კოტე კემულარიამ.

ამასთან, მან ბიძინა ივანიშვილს „პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ და რეპრესიების შეწყვეტისკენ“ მოუწოდა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს