აშშ ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებების განახლებას აპირებს

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეის საკითხებში, სტივენ ბიგუნი მომავალ კვირაში იაპონიასა და სამხრეთ კორეაში გაემგზავრება. ის ამ ქვეყნების მთავრობებთან შეათანხმებს პოზიციებს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლების თაობაზე მოლაპარაკებების შესაძლო განახლების წინ. ამის შესახებ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება.

წინა კვირაში აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელისგან კიმ ჩენ ინისგან მიიღო წერილი, რომელშიც ეს უკანასკნელი ჩიხში შესული მოლაპარაკებების განახლების მზადყოფნას გამოთქვამს.

ტრამპმა ბოლო კვირებში ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გამოცდასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს გამოცდები არ არღვევს კიმ ჩენ ინის პირობას, შეწყვიტოს ბირთვული და შორი მოქმედების რაკეტების გამოცდები. ამასთან, ტრამპი მზად არის კიმ ჩენ ინს კიდევ შეხვდეს.

ჩრდილოეთ კორეამ ბოლო სამი კვირის განმავლობაში რაკეტები რამდენჯერმე გამოსცადა. ამით ოფიციალურმა ფხენიანმა გააპროტესტა აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი ყოველწლიური მანევრები, რომლებსაც ომის რეპეტიცია უწოდა.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ დიდი ალბათობით პარასკევს გამოსცადა იგივე რაკეტები, რომლებსაც 10 აგვისტოს გამოცდების დროს ახალი იარაღი უწოდა.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა