„ეიპიემ ტერმინალსის“ ინფორმაციით,  ფოთის საზღვაო ნავსადგურში სამუშაო პროცესის ახალი მოდელი დაინერგა

ფოთის საზღვაო ნავსადგურში სამუშაო პროცესის ახალი მოდელი დაინერგა, რომელიც უწყვეტი ოპერაციების უზრუნველყოფით მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებას ემსახურება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ეიპიემ ტერმინალსიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მუდმივი განვითარების პრინციპის გათვალისწინებით შემუშავებული ახალი სტრატეგია ცვლის შესვენების დროს გემის მოცდენის შემცირებით ნავმისადგომების მაქსიმალურ გამოყენებასა და უწყვეტი, 24/7 ოპერაციების დანერგვას გულისხმობს. პროექტი ორსაფეხურიანია და მისი პრინციპი უწყვეტი ოპერაციებისა და დანაკარგის გარეშე მუშაობისთვის სამუშაო ჯგუფის რესურსების სწორ გადანაწილებას ეფუძნება.

„პირველი საფეხურზე, რომელიც ფარავს მხოლოდ ერთი საკონტეინერო ნავმისადგომის დატვირთულობის შემთხვევებს, თავისუფალი ნავმისადგომის არსებული თანამშრომლებით ხდება შესვენებების ჩანაცვლება, რაც ხელს შეუწყობს საოპერაციო პროცესის შეუფერხებელ მუშაობას.

მეორე საფეხური, რომელიც მოიაზრებს ორივე მრავალფუნქციური ნავმისადგომის დატვირთულობას და საბოლოოდ მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში დაინერგება, გულისხმობს კომპანიის გარე, მოქნილი სამუშაო ძალის გამოყენებას (ოპერაციების მოქნილი ჯგუფი) შესვენების საათებში, რაც დააჩქარებს გემის დამუშავების პროცესს.

აღნიშნული წამოწყების უპირატესობა საპორტო ტექნიკის ოპერატორებისთვის 2 ერთსაათიანი შესვენების შესაძლებლობის უზრუნველყოფაშიც მდგომარეობს (ნაცვლად არსებული ერთისა), რაც, შრომის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მიმართულია გადაღლილობის შემცირების, მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსის დაცვისკენ. საბოლოო ჯამში, აღნიშნული დადებითად იმოქმედებს როგორც თანამშრომლებზე, ისე პროდუქტიულობასა და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე.

ტვირთბრუნვის ისტორიული მაჩვენებლებისა და სამომავლო პროგნოზების შესაბამისად, ერთი ნავმისადგომის დატვირთულობისას, უწყვეტი ოპერაციების განხორციელებით 2019 წლის ბოლომდე შეიქმნება დამატებით 8,677 ამწის ბრუნის განხორციელების პოტენციალი. მსგავსი გაუმჯობესება ხელს უწყობს გემების მიმოსვლის დაჩქარებას და წარმოადგენს შესაძლო მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროს ჩვენი საქმიანობისთვის.

აღნიშნულმა მოდელმა, რომელიც უკვე დაიტესტა რამდენიმე გემზე სხვადასხვა ცვლაში, აჩვენა დადებითი შედეგი პროდუქტიულობის კუთხით. საოპერაციო მუშაობის ამ მოდელის პოპულარიზაციისა და სისტემის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ თანამშრომლობს სხვადასხვა მხარესთან, რომელთაც პირდაპირი გავლენა აქვთ ნავსადგურის ლოგისტიკურ ჯაჭვზე. ფოკუსით, მივაწოდოთ მომხმარებელს ეფექტიანი და ეფექტური მომსახურება, პროექტის გეგმა მოიცავს საპორტო ამწეებისა და გემების მოცდენების აღმოფხვრას, მომხმარებელთა კმაყოფილების დონისა და ტვირთბრუნვის გაზრდის მიზნით“, - აღნიშნულია „ეიპიემ ტერმინალსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო