სახალხო დამცველი  „რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების გათავისუფლებას ეხმაურება

გამომდინარე იქიდან, რომ „რუსთავი 2“-დან ჟურნალისტთა გათავისუფლება შესაძლოა მათ განსხვავებულ მოსაზრებებს უკავშირდებოდეს, სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, მომართვის შემთხვევაში, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს ინდივიდუალური შემთხვევები, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - დან ჟურნალისტების გათავისუფლებას ეხმაურება.

ომბუდსმენი მზადყოფნას გამოთქვამს, შეაფასოს ამ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალა.

სახალხო დამცველი ხას უსვამს, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელის დაპირების მიუხედავად, შრომითი კონტრაქტები უწყდებათ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს და წამყვანი თოქ-შოუების ჟურნალისტებს, რაც მისი შეფასებით, გამოიწვევს არხის საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილებას.

„2019 წლის 20 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან რამდენიმე ჟურნალისტი გაათავისუფლეს ან/და იგეგმება მათი გათავისუფლება. გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლების მიზეზი სავარაუდოდ მათი განსხვავებული მოსაზრებაა.

გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა ჟურნალისტთა გათავისუფლება მათ განსხვავებულ მოსაზრებებს უკავშირდებოდეს, სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, მომართვის შემთხვევაში, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს ინდივიდუალური შემთხვევები, ამასთან, გაეცნოს და შეაფასოს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალა, შრომითი ხელშეკრულებების ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 18 ივლისის საჯარო განცხადებით, ასევე, 2019 წლის 26 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან შეხვედრისას, სახალხო დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესები უარყოფითად არ აისახოს ქვეყანაში პლურალისტური მედია გარემოს შენარჩუნებაზე, ამავე დროს, უზრუნველყოფილი იყოს კომპანიაში დასაქმებული ჟურნალისტების შრომითი უფლებები და მათი პროფესიული თავისუფლება. თუმცა, ტელეკომპანიის ხელმძღვანელის დაპირების მიუხედავად, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შრომითი კონტრაქტები უწყდებათ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს და წამყვანი თოქ-შოუების ჟურნალისტებს, რაც ბუნებრივად გამოიწვევს არხის საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილებას. რაც შეეხებათ გათავისუფლებულ ჟურნალისტებს, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მათი გათავისუფლების საფუძვლები დამატებით შესწავლას და შეფასებას მოითხოვს, შესაძლო დისკრიმინაციული საფუძვლის გამოსარიცხად“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო