იტალიის ელჩი - ყველა საქმეს ყურადღებით ვადევნებთ თვალს, რომელსაც შეიძლება, რაიმე გავლენა ჰქონდეს მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმზე

გვჯერა, რომ მედიის თავისუფლება დემოკრატიის არსებითი ინგრედიენტია და ყველა ჩვენგანისა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას იმსახურებს, - ამის შესახებ იტალიის ელჩმა საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ „ტვ პირველის" დამფუძნებელთან, ვახტანგ წერეთელთან და ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მედიის დამოუკიდებლობისთვის, პლურალიზმისთვის და ზოგადად, ქვეყანაში დემოკრატიის არსებობისთვის მედიაში რაც შეიძლება ბევრი საშუალების არსებობაა საჭირო.

„იყო შესაძლებლობა, რომ შევხვედროდით და გვესაუბრა ვახტანგ წერეთელთან, „ტვ პირველის“ მფლობელთან, ასევე, ჟურნალისტთან და ერთ-ერთ მთავარ წამყვანთან, ნინო ჟიჟილაშვილთან. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საქმეს ყურადღებით ვადევნებთ თვალს და ზოგადადაც, ყველა სხვა საქმეს, რომელსაც შეიძლება, რაიმე გავლენა ჰქონდეს მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმზე ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, არ გვსურს, შევიდეთ სასამართლო საქმეების დეტალებში, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ გვჯერა, რომ მედიის თავისუფლება დემოკრატიის არსებითი ინგრედიენტია და ყველა ჩვენგანისა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას იმსახურებს. არ შემიძლია ვიწინასწარმეტყველო ამ საქმის შედეგები.

მედიასაშუალებების დიდი რიცხვი საუკეთესო გარანტია თავისუფლებისთვის, გამოხატვისთვის და შესაბამისად, დემოკრატიისთვის“, - აღნიშნა ბარტოლიმ.

შეგახსენებთ, „ტვ პირველის" დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილთან ერთად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც წერეთელმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ელჩებთან შეხვედრის მთავარი აზრია ის, რომ „ტვ პირველი" უნდა დარჩეს გავლენების მიღმა.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს