ადვოკატი -  მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმის გამოძიებას ევროპის საბჭოს კომიტეტი ხელისუფლებას სექტემბრამდე სთხოვს, თუმცა ის ქმედით ნაბიჯებს არ დგამს

ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმის გამოძიებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ხელისუფლებას სექტემბრამდე სთხოვს, მაგრამ ვიცით, რომ ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სექტემბრის თვემდე მისცა ვადა მთავრობას გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად. ის ხელისუფლებას მიმართვას, რომ გამოიძიოს მისი ციხიდან გაყვანის საქმე და მოუწოდებს ქმედითი ნაბიჯები გადადგას. ველოდებით ახლა რას გააკეთებენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არაფერს არ გააკეთებენ. არანაირი გამოხმაურება ხელისუფლების მხრიდან ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა“, - განაცხცადა ადვოკატმა.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩივიაშვილის თქმით, ის „თავს ნორმალურად გრძნობს“.

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ის 2013 წლის 14 დეკემბერს ე.წ. მატროსოვის ციხიდან, შუაღამისას, ბადრაგებმა ჩუმად გაიყვანეს და სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ან პროკურატურაში მიიყვანეს, სადაც მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დახვდა.

დავით იაკობიძე - მთავარია, კარგად ვიცოდეთ, რა გვინდა სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკაში და ვიცოდეთ, ვის შევთავაზოთ პარტნიორობა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2020
ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია