ერგნეთში მიმდინარე შეხვედრაზე, ქართული მხარე ახალგორის შესასვლელის შესაძლო ჩაკეტვაზე გაამახვილებს ყურადღებას

ერგნეთში მიმდინარე ტექნიკურ შეხვედრაზე, ქართული მხარე ახალგორის შესასვლელის შესაძლო ჩაკეტვის ფაქტზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დასვამს კითხვებს.

ამის თაობაზე შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

“რაც შეეხება ახალგორთან დაკავშირებულ საკითხს, მე ვაპირებ შეხვედრის მონაწილეებს მივმართო ამ შეკითხვით. ვინაიდან კარგად მოგეხსენებათ, რომ გარკვეული პერიოდულობით და გამოგონილი მიზეზით ხდება ხოლმე ამგვარი ქმედებები, რაც უკანონოდ ზღუდავს თავისუფალი გადაადგილების უფლებას და არ უწყობს ხელს უსაფრთხოების გარემოს გაჯანსაღებას. შესაბამის მონაწილეებს მივმართავ ამ კითხვებით, ვინაიდან მსგავს შემთხვევებში საჭიროა სიზუსტე და მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია მივიღოთ უშუალოდ პირველწყაროდან”, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

შეგახსენებთ, რომ 3 სექტემბრიდან ახალგორის შესასვლელი შესაძლოა, ჩაიკეტოს. ამის შესახებ ოკუპირებული დაბის შესასვლელში მდებარე საგუშაგოზე დისლოცირებული რუსი სამხედროები მეორე დღეა ყველა გამვლელს აფრთხილებენ. ე.წ. მესაზღვრეების თქმით, გადაადგილების აკრძალვა 3 სექტემბერს, საღამოს 18:00 საათიდან იგეგმება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში