პაატა სალია - კომედის ჯგუფის დიდი ნაწილი  ჩვენთან არის, ჩვენთან არის მაია ასათიანი, შუადღის, დილის გადაცემების დიდ ნაწილი - პრობლემას ვერ ვხედავ მალე დავბრუნდეთ "კურიერით"

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ პირდაპირ ეთერში რამდენიმე დღეში დაბრუნდება.

როგორც პაატა სალიამ განაცხადა, არხი ემზადება ახალი სეზონისთვის, იმისათვის რომ გადაცემები ეთერში დაგეგმილ დროს გავიდეს.

„რუსთავი 2"-ელები შვებულებიდან დაბრუნდნენ. მოგეხსენებათ, რომ შემოდგომის სეზონი ძალიან მალე იწყება. მზადება მიდის სეზონისთვის, იმისთვის, რომ ყველა გადაცემა, რომელიც მაყურებლის სიმპატიით, სიყვარულით სარგებლობს აუცილებლად გავიდეს იმ დროს, რა დროსაც იყო დაგეგმილი.

კომედის ჯგუფის ძალიან დიდი ნაწილი ჩვენთან არის. ჩვენთან არის მაია ასათიანი, ჩვენთან არის შუადღის, დილის გადაცემების ძალიან დიდ ნაწილი. შესაბამისად, ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას იმისთვის, რომ ჩვენ ეთერში შევიდეთ იმ დაგეგმილი გრაფიკით, რაც იყო და ძალიან მალე დავბრუნდეთ „კურიერით" . მე ვსაუბრობ, რამდენიმე დღეზე, როდესაც ჩვენ შეგვეძლება უკვე სრულყოფილად, მაყურებელს პირველებმა მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც ხდება ქვეყანაში“, - განაცხადა პაატა სალიამ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია