ქაბულში ტერაქტს 16 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 119 კი - დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, “თალიბანის“ კუთვნილი დანაღმული ავტომობილი Green Village-ის რაიონში აფეთქდა, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ცხოვრობენ და რის გამოც ტერიტორია განსაკუთრებულად დაცული იყო.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 400-მდე უცხოელის ევაკუირება განხორციელოდა. მათივე ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა გაანადგურეს შეიარაღებული პირები, რომლებიც აფეთქების შემდეგ რაიონში შეჭრას აპირებდნენ.

„თალიბანის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდსხმის შედეგად განადგურებულია „დამპყრობლების“ ოფისები. თალიბები ირწმუნებიან, რომ აფეთქებას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შეგახსენებთ, რომ ზალმაი ხალიზადმა, რომელიც აშშ-სა და მოძრაობა „თალიბანს“ შორის გამართულ მოლაპარაკებებში აშშ-ს წარმოადგენს, განაცხადა, რომ მიღწეული შეთანხმების თანახმად, აშშ ავღანეთიდან პირველ ეტაპზე, 135 დღის ვადაში 5000 ჯარისკაცს გაიყვანს და 5 ბაზას დახურავს.

მისივე თქმით, შეთანხმების მიზანი ომისა და ძალადობისთვის წერტილის დასმაა. თუმცა, ჯერჯერობით ცეცხლის შეწყვეტის ოფიციალური შეთანხმება არ არსებობს, რაც ექსპერტების განმარტებით, ქვეყანაში ძალაობის დასარულების შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს.

იხილეთ ვიდეო: ქაბულში მომხდარ ტერაქტს 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა