დავით ბაქრაძე - გახარიას წარდგენა პრემიერად ვერ შეფასდება სხვაგვარად, თუ არა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან ღია ომში შესვლა ქართულ საზოგადოებრივ აზრთან

გახარიას წარდგენა პრემიერად ვერ შეფასდება სხვაგვარად, თუ არა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან ღია ომში შესვლა ქართულ საზოგადოებრივ აზრთან, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენა.

დავით ბაქრაძემ დააფიქსირა „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ პოზიცია და აღნიშნა, რომ ახლა მთავარი ამოცანაა, ქვეყანა მშვიდობიანად მივიდეს არჩევნებამდე.

გიორგი გახარიას წარდგენა პრემიერად ვერ შეფასდება სხვაგვარად თუ არა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან ღია ომში შესვლა ქართულ საზოგადოებრივ აზრთან, თუ არა „ქართული ოცნების“ მხრიდან ბოლომდე იგნორირება ქართული საზოგადოებრივი აზრის განწყობის, რომლის მიხედვითაც გახარიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა რუსთაველზე აქციის დარბევაზე და უნდა გადადგეს. ამის მაგივრად ვხედავთ არათუ მის გადადგომას, არამედ მის წარდგენას საქართველოს პრემიერ-მინისტრად. ეს არის ქართული საზოგადოების პირდაპირი გამოწვევა, არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრის, ეს არის პირდაპირი გამოწვევა იმ ახალგაზრდების, რომლებიც უკვე 76 დღეა აპროტესტებენ აქციის დარბევას. ეს არის პირდაპირი გამოწვევა იმ ადამიანების, ვისაც მიაჩნია, რომ პასუხისმგებელი მინისტრი უნდა გადადგეს და არა დაწინაურდეს. ამის პასუხს „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი აუცილებლად მიიღებს და ძალიან მძიმედ პირველივე არჩევნებზე. მაგრამ რაც დღეს შეგვიძლია ვთქვათ, გარდა საზოგადოებასთან ომისა და გამოწვევისა, გახარიას დანიშვნა ასევე არის იმის მესიჯი, თუ რას აპირებს „ქართული ოცნება“ მომავალი 1 წელი. ეს არის მესიჯი, რომ „ქართული ოცნება“ გადავიდა ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმში და ამ რეჟიმში მათთავის მთავარი იქნება არა ხალხის პრობლემების მოგვარება, არა ეკონომიკის მიხედვა, არა მოსახლეობაზე ზრუნვა, მათთვის მთავარი იქნება ე.წ. მძიმე ხელის პოლიტიკა, ოპონენტების დევნა, დაპატიმრება, აქციების დაშლა, ამისი სიგნალია გიორგი გახარიას დაწინაურება და წარდგენა პრემიერ-მინისტრად. ეს ორი რამ ერთად - ქართული საზოგადოებრივი აზრის უგულებელყოფა, გამოწვევა და მძიმე ხელის პოლიტიკის გაძლიერება ნიშნავს იმას, რომ მომავალი წელი, წინაასაარჩევნო წელი იქნება ძალიან მძიმე,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას კი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო