ვანო მაჭავარიანი - უსაფრთხოების საბჭოს შესახებ კანონი გახარიაზე დაიწერა, ახლა კანონს მოარგებენ იზორიას

კანონი დაიწერა გახარიაზე, უსაფრთხოების საბჭო არ არის საკონსიტუციო ორგანო, როგორც წინა კონსტიტუციაში იყო და, შესაბამისად, თუ დაჭირდებათ გადააკეთონ და მოარგონ უკვე იზორიას, ამ ცვლილებასაც შეიტანენ ისე, რომ რეალურად არაფერი არ შეიცვლება ამ საბჭოს მუშაობაში,- ასე ეხმაურება ექსპერტი ვანო მაჭავარიანი ლევან იზორიას უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშვნის შესახებ განცხადებას.

მისი თქმით, გახარიას პრემიერ-მინისტრობა გულისხმობს იმას, რომ ის „იქნება პირი, რომელსაც დაეკისრება პასუხისმგებლობა მთელ პროცესებზე, რომელიც წარიმართება წინსააარჩევნოდ ან შემდგომში, ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობაში“.

მაჭავარიანმა ასევე აღნიშნა, რომ სამთავრობო ცვილებები უცნაურია.

„ის, რომ იზორია მოხსნილია თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან და ცდილობენ, რომ მისთვის იპოვონ ადგილი, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ პრობლემას, რომელიც არის „ქართულ ოცნებაში“, როგორც პარტიაში, ისე მმართველობით სისტემაში. რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს და გადაცვლებებს, კანონი დაიწერა გახარიაზე. უსაფრთხოების საბჭო არ არის საკონსტიტუციო ორგანო, როგორც წინა კონსტიტუციაში იყო და შესაბამისად, თუ დაჭირდებათ გადააკეთონ და მოარგონ უკვე იზორიას, ამ ცვლილებასაც შეიტანენ ისე, რომ რეალურად არაფერი არ შეიცვლება ამ საბჭოს მუშაობაში. ამ ეტაპზე მიუხედავად უამრავი გამოწვევისა და კრიზისისა, მათ შორის გამყოფ ხაზთან, საბჭო ერთხელაც კი არ შეკრებილა. ეს არის პოლიტიკური წარდგენა, შესაბამისად, თუ ცვლილებებია საჭირო, მოარგებენ იზორიას, როგორც მოარგეს გახარიას, ზუსტად იმ თანამდებობის მიხედვით, რომელიც მას ეკავა და გამომდინარე იქიდან, რომ არ არის საჭირო საკონსტიტუციო ცვილებები, დიდი ალბათობით სწორედ ის ცვლილებები იქნება შეტანილი უსაფრთხოების საბჭოს სტრუქტურაში და დებულებაში”,- განაცხადა მაჭავარიანმა.

თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს.

"ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს ეკისრება, მუდმივი წევრები კი არიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, თუმცა როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა, „იზორიას უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშვნა პრობლემა არ არის“.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს