ზვიად კორძაძე - ბანკირებისთვის იმაზე უფრო დიდი ბრალდება, რასაც ფულის გათეთრება ჰქვია, არ არსებობს

„არავითარი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, არც მიმდინარეობდა და არც ვაპირებთ მოლაპარაკებას,“ - ასე უპასუხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, ჰქონდათ თუ არა შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამასთან, მან ფულის გათეთრების მუხლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მუხლით ბრალის წარდგენას თავისი მიზეზები აქვს.

„არავითარი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, არც მიმდინარეობდა და არც ვაპირებთ მოლაპარაკებას. საქმე არის სამართლებრივ სივრცეში. ბანკირებისთვის იმაზე უფრო დიდი ბრალდება, რასაც ფულის გათეთრება ჰქვია და ამის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიებების შეფარდება, არ არსებობს. ამიტომ, ჩვენ ველოდებით სასამართლოს.

ბოლო სიტუაციამ გამოამჟღავნა, რომ ფულის გათეთრება არჩეული იქნა ორი მიზეზით. ერთი ესაა, რომ ის ხანდაზმული არ არის და მეორე, ფულის გათეთრების მუხლი იძლევა ჩვენი კანონმდებლობის მეშვეობით საშუალებას, რომ ყოველგვარი ზედმეტი დასაბუთებების გარეშე, მიმართონ ანგარიშებზე და ქონებაზე ყადაღას,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა