დიდუბის გამგეობა დაავადებული ხეების სანიტარიულ ჭრებს ახორციელებს

დიდუბის რაიონის გამგეობა დიდუბესა და დიღმის მასივში დაავადებული ფიჭვებისა და ალვის ხეების სანიტარიულ ჭრებს ახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, სამუშაოები დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-2 კორპუსთან განხორციელდა. აღნიშნულ მისამართზე 25 დაავადებული ფიჭვი, ორი ზეხმელი და ავარიული ალვის ხე მოიჭრა.

„დიდუბის რაიონში წლის განმავლობაში ჯამში, 450-მდე დაავადებული ხის მოჭრა იგეგმება, რომელთა ნაცვლად, დიდუბის გამგეობა ჯანსაღი, დიდი ზომის ხეების დარგვას გეგმავს.

სამუშაოებს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენ ემ ბილდინგი“ ახორციელებს. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 88 139 ლარია.

დედაქალაქის მასშტაბით, სანიტარიული ჭრები ხე-მცენარეთა დაავადებების გავრცელებისა და ჯანსაღი ხეების დაზიანების საპრევენციოდ ხორციელდება. ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე გავრცელებულია მავნებელი მწერი.

დასკვნის მიხედვით, დედაქალაქსა და მის შემოგარენში მასშტაბური სანიტარიული ჭრების ჩატარებაა აუცილებელი.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა