თბილისის N202, N121 და N156 ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ

თბილისის N202, N121 და N156 საჯარო ბაგა-ბაღებში ახალ სააღმზრდელო წელს ბავშვებს განახლებული და კეთილმოწყობილი გარემო დახვდებათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამივე საბავშვო ბაღში ზაფხულის არდადეგების პერიოდში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.

„N202 ბაღში ამჟამად ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს - იცვლება გზის საფარი, სადაც ასფალტთან ერთად დაიგება ქვაფენილი, ამასთანავე, მოეწყობა საბავშვო და სათამაშო მოედნები. N136 ბაგა-ბაღში, ზაფხულის არდადეგების პერიოდში, გარემონტდა შენობის ინტერიერი და მოეწყო შიდა სათამაშო მოედანი. გზის საფარი შეიცვალა N121 ბაგა-ბაღშიც, ასევე გარემონტდა რამდენიმე სააღმზრდელო ჯგუფი და საპირფარეშო. ბაღის ეზოში დაწყებულია სპორტული მოედნის მოწყობაც. სამუშაოების ჯამური ღირებულება 246 000 ლარია“, - ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

აღნიშნულ ბაღებში განხორციელებული და მიმდინარე სარემონტო სამუშაოები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ რაიონის გამგებელს კახა ლაბუჩიძეს და მაჟორიტარ დეპუტატებს, ირაკლი აბუსერიძეს, ლევან დავითაშვილსა და ილია ჯიშკარიანს გააცნო.

„ჩვენ მაქსიმალურად დავაკმაყოფილეთ საბავშვო ბაღების ადმინისტრაციების მოთხოვნები მათთან არსებული, ინდივიდუალური პრობლემების მოგვარების თაობაზე და დავგეგმეთ სარემონტო სამუშაოები ზაფხულის არდადეგების პერიოდისთვის. ივლისსა და აგვისტოში თბილისის 60-მდე საბავშვო ბაგა-ბაღში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები განვახორციელეთ, 50-მდე ბაღის ეზოებში კი განვაახლეთ ინფრასტრუქტურა,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურა მუდმივად საჭიროებს განახლებას და პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა