რომან გოცირიძე - „ქართული ოცნება" და "პატრიოტთა ალიანსი" ერთი მედლის ორი მხარეა, ერთს ახატია ურჩხული და მეორეს - ციყვი

„ყველამ კარგად იგრძნო, თუ რა დიდი სიცრუის კორიანტელი დააყენა გახარიამ - მარტო მისი ერთი სასაცილო მონათხრობი რად ღირს, თურმე იმ 9 წელიწადში ლარი იმიტომ იყო მყარი, რომ საგარეო ვალებით ამყარებდნენო", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 8 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობა" დაესწრება პარლამენტის სხდომას. მანვე შეაფასა მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენები ფრაქციების ფორმატში.

„გადავწყვიტეთ, რომ ხვალ დავესწროთ პარლამენტის სხდომას, რათა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ხალხს, თუ რატომ არ შეიძლება ამ მთავრობის და ამ შემადგენლობით დამტკიცება. დღეს თუ ვინმე უსმენდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ყველამ კარგად იგრძნო, თუ რა დიდი სიცრუის კორიანტელი დააყენა. მარტო მისი ერთი სასაცილო მონათხრობი რად ღირს: თურმე იმ 9 წელიწადში ლარი იმიტომ იყო მყარი, რომ საგარეო ვალებით ამყარებდნენო. არადა, საგარეო ვალის მოცულობა განისაზღვრება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და იმ დროს მშპ-სთან მიმართებაში სახელმწიფო ვალი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე დღეს. 7 წლის განმავლობაში ქვეყანაში მიდის ვალების საშინელი დაგროვება, როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვალის და ნელ-ნელა იგი უახლოვდება სახიფათო ზღვარს“, - განაცხადა გოცირიძემ.

მიისვე თქმით, პარლამენტში არაერთი სიცრუე ითქვა, თუმცა მოსახლეობა ისედაც გრძნობს საკუთარ ტყავზე, თუ რა უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაშია ქვეყანა, როგორ იმატებს ფასები, როგორ უფასურდება ლარი.

„პენსიის რეალური ღირებულება იკლებს და საქართველო ევროპაში ბოლო სახელმწიფოა, მოლდოვამაც და სომხეთმაც გაგვასწრო პენსიის რეალური სიდიდის მიხედვით. ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა ამ ხელისუფლების 7-წლიანმა მმართველობამ და ეს ყველაფერი ითქმება აქ, მაღალი ტრიბუნიდან. ამიტომ, გადავწყვიტეთ, სწორედ ამის გამო კიდევ ერთხელ ვამხილოთ „გავრილოვის მთავრობის“ ანტისახელმწიფოებრივი ბუნება და ის საფრთხეები, რაც რუსეთთან მათი ურთიერთობებითა და რუსეთისკენ სვლით გამოიხატება და მოვუწოდოთ საზოგადოებას, მხარი არ დაუჭირონ არა ამ მთავრობას, არამედ ამ პარლამენტსაც, რომელიც იქნება ფაქტობრივად ამ მთავრობის დამამტკიცებელი“, - განაცხადა გოცირიძემ.

მანვე კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, რომ „პატრიოტთა ალიანსმა" მთავრობას თანამშრომლობა შესთავაზა და აღნიშნა, რომ „პატრიოტთა ალიანსი" არის "ქართული ოცნების" დამატება.

"ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ "ქართული ოცნება" და "პატრიოტთა ალიანსი" ერთი და იგივეა? ერთი მედლის ორი მხარეა, ერთს ახატია ურჩხული და მეორეს - ციყვი", - განაცხადა გოცირიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია