დავით ჭიჭინაძე გიორგი გახარიას - მაინტერესებს, რას ვემსგავსებით?

მაინტერესებს რას ვემსგავსებით, სახელმწიფოს ფორმას ვკარგავთ თუ რა? პოლიტიკური ელიტა მდიდრდება და ჩვენი მოსახლეობის ქვედა დონე ღარიბდება და ღარიბდება, - ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პრემიერობის კანდიდატს, გიორგი გახარიას პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

ჭიჭინაძემ ქვეყანაში კორუფციის მაჩვენებელზე ისაუბრა და შესაბამისი არგუმენტები მოიყვანა, თუ რატომ ფიქრობს, რომ ქვეყანა „90-იანი წლების სქემაში ბრუნდება“.

„კორუფციასთან ბრძოლა იქნა გაჟღერებული და ძალიან საინტერესოა, რა მეთოდი იქნება გამოყენებული. ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო პერიოდში , ქვეყანაში 90-იანი წლების სქემები დაბრუნდა. ყალბი დღგ-ების კომბინაციები და ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო მოცემულობა გვაქვს, რამდენიმე ასეული მილიონია ბიუჯეტზე მიყენებული ზიანი და დღეს რასაც ვხედავთ, გირაოში შეტანილია ორი-სამი მილიონი. ახალი სქემაა, მგონი. რა მოხდა, ადამიანები მოიპარავენ 100 მილიონს და გადაიხდიან 1 მილიონს. მაინტერესებს, ამ ქვეყანაში, როდესაც ასეთი სქემები ტრიალებდა, ვინმე მაღალი თანამდებობის პირი რატომ არ არის დაკავებული დღეს? ასეთი რაღაცები ყველას მოგვეხსენება, რომ ზემოდან მფარველობის გარეშე არ ხდება.

მარტივი მაგალითი მინდა მოვიყვანო, რამდენიმე თვის წინ საბაჟოს მივმართე, პასუხს არ უბრუნებდნენ ერთ-ერთ მეწარმეს, როდესაც მან ტექნიკა შემოიყვანა განბაჟებისთვის, წელიწადნახევარი იდგა ტექნიკა საბაჟოზე და ბოლოს პასუხი მივიღე, რომ ტექნიკა მოუპარიათ საბაჟო ტერმინალიდან და შსს გამოძიებას აწარმოებდა. მაინტერესებს რას ვემსგავსებით, სახელმწიფოს ფორმას ვკარგავთ თუ რა?როდესაც სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, სამართლიანობაში რა იგულისხმება, უბრალოდ სამართლებრივი დასჯა თუ იმ ნაკლოვანებების აღმოფხვრა, რომელიც დღეს არსებობს და კიდევ უფრო ღრმავდება, პოლიტიკური ელიტა უფრო და უფრო მდიდრდება, უფრო და უფრო კლანური მმართველობა ხდება ქვეყანაში და ქვედა დონე ჩვენი მოსახლეობის უფრო ღარიბდება და ღარიბდება“,-განაცხადა დავით ჭიჭინაძე,

პლენარულ სხდომას,სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მიმდინარეობს სიტყვით უკვე გამოვიდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა