ანრი ოხანაშვილი - ჩვენი მხარდაჭერა განაპირობა სამთავრობო პროგრამამ და მთავრობის წევრობის კანდიდატების უნარმა, წარმატებით შეასრულონ სამთავრობო პროგრამით დასახული ამოცანები

ჩვენი მხარდაჭერა განაპირობა ორმა ძირითადმა ფაქტორმა: სამთავრობო პროგრამამ და მთავრობის წევრობის კანდიდატების უნარმა, წარმატებით შეასრულონ სამთავრობო პროგრამით დასახული ამოცანები, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

მისივე თქმით, სამთავრობო პროგრამა დაფუძნებულია ოთხ ძირითად პრინციპზე: დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა; ქვეყნის ეკონომიკური განვითარება; ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის დეოკუპაციისათვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია.

მთავრობის წევრობის კანდიდატებზე საუბრისას, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანდიდატების პროფესიული გამოცდილება, მათ მიერ შესაბამის უწყებებში აქამდე განხორციელებული საქმიანობა თუ გატარებული რეფორმები, ასევე მათი ხედვები და მოტივაცია საპარლამენტო უმრავლესობისთვის დამაჯერებელია, რომ ისინი შეძლებენ მათზე დაკისრებული მოვალეობების ზედმიწევნით შესრულებას.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს