ჯონ ტეფტი - იმედი მაქვს, ანაკლიის პორტის პროექტი წინ წავა

იმედი მაქვს, ანაკლიის პორტის პროექტი წინ წავა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში, ჯონ ტეფტმა განაცხადა.

მან ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ კითხვაზე აღნიშნა, რომ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის.

"ამ საკითხში გავერკვიე, წავიკითხე გარკვეული მასალები ვაშინგტონში და ზოგ ადამიანს ვიცნობ, ვინც პროექტშია ჩართული. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ეკონომიკური მნიშვნელობისაა საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის. მიხარია, რომ ამერიკული კომპანიები არიან ამაში ჩართულნი და იმედი მაქვს, პროექტი წინ წავა. რაც შეეხება კითხვის ნიშნებს, მეტ დეტალებში ვერ შევალ", - განაცხადა ტეფტმა.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს