თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საზაფხულო სკოლა უტრეხტში გაიარეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს უტრეხტის უნივერსიტეტში (ნიდერლანდების სამეფო) საზაფხულო სკოლაში. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, სკოლა ხორციელდებოდა უტრეხტის მედიცინის ცენტრის ანატომიის და ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, პროფესორ რონალდ ბლეისის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, დავით თოფურიას ხელმძღვანელობით.

მათივე ცნობით, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაევლოთ თავის, კისრის, გულმკერდისა და მუცლის ანატომიური დისექციის კურსი უტრეხტის სამედიცინო ცენტრში, ანატომიის დეპარტამენტში.

„საზაფხულო სკოლაში ყოფნის პერიოდში თსსუ-ის სტუდენტები ინტენსიურად მუშაობდნენ არა მარტო დისექციის ტექნიკის ასათვისებლად, არამედ, კურსის ფარგლებში, სწავლობდნენ ანატომიური აგებულების დეტალურ გარჩევას. თითოეულ სტუდენტს, დამოუკიდებელი მუშაობისთვის, დაურიგდა თეორიული მასალა, რომლის საფუძველზეც, ყოველდღიურად სტუდენტები ამზადებდნენ მოხსენებებს თემატიკის მიხედვით.

ამასთანავე, ზაფხულის სკოლის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მოენახულებინათ უტრეხტის უნივერსიტეტის ანატომიური მუზეუმი, სადაც გაეცნენ ანატომიური პრეპარატების დამზადების სხვადასხვა ტექნიკას და მუზეუმის ისტორიას.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ასევე, უაღრესად საინტერესო იყო უტრეხტის სამედიცინო ცენტრში არსებული დეპარტამენტების მუშაობის სტილის გაცნობა.

პროგრამა წარმატებით დაასრულა თსსუ-ის 75 სტუდენტმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა