6 წლის განმავლობაში სემეკმა მოქალაქეებს 16 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, 2013 წლიდან 2019 წლის 30 ივლისის ჩათვლით, მოქალაქეებისათვის ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 16 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს, მათ მიერ შემუშავებული მომსახურების ხარისხის სტანდარტების დარღვევის გამო კომპანიების მიერ მოქალაქეებისთვის გადახდილი კომპენსაციების ჯამმა 5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავამ კომისიის 2013-2019 წლების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციისას ისაუბრა.

ირინა მილორავას განცხადებით, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით არაერთი პროექტი განხორციელდა, კერძოდ: ამოქმედდა „მომსახურების ხარისხის წესები” სამივე სექტორისთვის, დაინერგა ელექტრონული მონიტორინგის სისტემა; დაიწყო „მისტიური მომხმარებლის“ პროექტი; შემუშავდა ინტერაქტიული პორტალი მომხმარებლებისათვის; მოქალაქეებისათვის, მომსახურების გამარტივების მიზნით, განხორციელდა პროექტები სხვადასხვა უწყებასთან ერთად; დამტკიცდა მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესი.

ამასთან, მოქალაქეებისათვის სემეკთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით, შეიქმნა ქოლცენტრი - 16 216; სოციალურ ქსელებში ამოქმედდა სემეკის Facebook, Twitter, LinkedIn გვერდები; შეიქმნა სემეკის ახალი ვებგვერდი.

სემეკის 2013-2019 წლების საქმიანობის ანგარიში განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე: www.gnerc.org.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს