სულხან სალაძე "მუქარის წერილზე" - შესაძლოა, ბევრად უფრო პრობლემური ადამიანის ანაბეჭდი იყოს ამ წერილზე, ვიდრე გახარიაა

ამ საქმეზე ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ დოკუმენტი ოფიციალურად წარედგინება პროკურატურას და გამოძიებას დაიწყებს, - ამის შესახებ საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ სულხან სალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ „მუქარის წერილთან“ დაკავშირებული ექსპერტიზის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

სულხან სალაძის შეფასებით,

„ის, რომ წერილზე ბევრი ანაბეჭდია, სულაც არ ნიშნავს, რომ შესაძლოა, ამ წერილზე იყოს უშუალოდ ბატონი გახარიას ანაბეჭდი. თუმცა, ეს ბევრს არაფერს ცვლის. თავისთავად, საინტერესოა გამომგზავნი მხარის მხრიდან, ვისი ანაბეჭდები იქნება ამ წერილში. შესაძლოა, ბევრად უფრო პრობლემური ადამიანის ანაბეჭდი იყოს ამ წერილზე, ვიდრე, შეიძლება ეს იყოს გახარია. ეს საქმე იმდენად მასშტაბური, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ წყდება არც მოქმედი გენერალური პროკურორის დონეზე, არც საქმის გამომძიებელი რიგითი პროკურორის დონეზე. ამ საქმის გამოძიება ან არ გამოძიება და თავად გამოძიების დაწყების გადაწყვეტილებაც (არ ვგულისხმობ მხოლოდ წერილის ეპიზოდს, ვგულისხმობ მთლიანად საქმეს ფულის გათეთრების ნაწილში) მიიღება უფრო მაღლა", - განაცხადა სალაძემ „ინტერპრენიუსთან“.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის განცხადებით, ინგლისში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით, წერილზე ათეულობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა