ადვოკატის განმარტებით, სადავო ტრანზაქციასთან დაკავშირებით, პროკურატურა აქცენტს 2008 წლიდან აკეთებს და არა 2007 წლიდან, როცა ხაზარაძე-ჯაფარიძემ სესხის აღება დაიწყეს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი, ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ სადავო ტრანზაქციასთან დაკავშირებით, პროკურატურა აქცენტს 2008 წლიდან აკეთებს და არა 2007 წლიდან, როცა ხაზარაძე-ჯაფარიძემ სესხის აღება დაიწყეს.

„სადავო ტრანზაქციის ნაწილზე პროკურატურა აქცენტს მხოლოდ 2008 წელზე აკეთებს. ჩვენ დავამთავრეთ ამ მტკიცებულებების მოპოვება, გამოვკითხეთ მათ შორის, უცხოელი პირები, ვისაც აქვს ეს თანხა მიღებული, მათ შორის, საქართველოში. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ისტორია იწყება 2007 წლიდან, როცა სესხის აღება მოხდა. "სამგორის" ეპიზოდი არის ამ ისტორიის შემადგენი ნაწილი. ბრალში პროკურატურა ამბობს, რომ 2008 წელს, თითქოს, ბადრის და მამუკას მოაფიქრდათ, ფული გაეთეთრებინათ, მივიდნენ და წამოიღეს ფული. ეს ასე არ არის, 2007 წელს, „სამგორისგან“ სესხი აღებული და გასტუმრებულია. მომდევნო ნაწილით, სესხი უცხოელი 4 პირისგან აიღეს, მათგან ერთი "თიბისი ბანკის" აქციონერია, ორი კი, სხვა კომპანიის აქციონერია. ჩვენ ეს პირები გამოვკითხეთ, მათ წარმოადგინეს ის ხელშეკრულებები და გადარიცხვები, რომლითაც სესხი აქვთ მიცემული მამუკასა და ბადრისთვის. ამავდროულად, ეს არიან ის პირები, რომელთა ფულის გასტუმრებაც მოხდა ამ ხელშეკრულებების საფუძველზე. არანაირი კითხვა არ რჩება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით კი არა, საერთოდ, არავითარ შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით“, - განაცხადა კორძაძემ.

მისივე განმარტებით, პროკურატურის ქმედებების შედეგად, მამაუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მთელი მსოფლიო მასშტაბით, ფინანსურ ინსტიტუტებთან მიმართებაში კითხვის ნიშნის ქვეშ არიან.

„პროკურატურის ქმედებები ემსახურება იმას, რაც სახეზე გვაქვს - მამუკა და ბადრი აღარ არიან „თიბისი ბანკში“, მამუკა და ბადრი აღარ არიან ანაკლიაში, მამუკა და ბადრი მთელი მსოფლიო მასშტაბით ფინანსურ ინსტიტუტებთან მიმართებაში კითხვის ნიშნის ქვეშ არიან, ანგარიშები დაყადაღებული აქვთ და ნებართვის გარეშე ვერ გადიან საზღვარგარეთ. სანქციები არის მათ მიმართ, სასამართლო გვეუბნება, ამით თქვენი უფლებები არ იღვევაო. ეს აპელაციაში გასაჩივრებულია“, - აცხადებს კორძაძე.

ცნობისთვის, „თიბისი ბანკის“ დამძუნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს შეხვდენენ. შეხვედრაზე ინგლისიდან მიღებულ ექსპერტიზის შედეგზე ისაუბრეს, რომელიც „მუქარის წერილს“ ეხებოდა. ამასთან, ადვოკატმა მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხაზარაძე-ჯაფარიძის ბრალთან დაკავშირებითაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ფულის გათეთრებას ეხება.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას