ადვოკატის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის გამოკითხვის ოქმი, რომელიც მისთვის „მუქარის წერილის“ გადაცემას ეხებოდა, საქმის მასალებში არ არის

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის, ეკატერინე ეგუტიას განცხადებით, მამუკა ხაზარაძის გამოკითხვის ოქმი, რომელიც მისთვის „მუქარის წერილის“ გადაცემას ეხებოდა, საქმის მასალებში არ არის.

მამუკა ხაზარაძე სასამართლოში მოსამართლის წინაშე გამოიკითხა, ანუ ოქმი უნდა არსებობდეს. პროკურატურამ თქვა, რომ ხაზარაძის დაკითხვა ფულის გათეთრების საქმის ფარგლებში ხდებაო. საქმე დანართებით გადმოგვეცა და იქ დაკითხვის ოქმი არ არსებობს. ეს გამოკითხვა რას ემსახურებოდა, ჩვენთვის გაუგებარია.

ფულის გათეთრების ნაწილში საერთოდ, დანაშაულის დეფინიციაში არ ჯდება ის, რასაც პროკურატურა აღწერს“, - განაცხადა ეგუტიამ და იქვე დასძინა, რომ ფულის გათეთრების საქმე იმიტომ არის გამოყენებული, რომ მას ხანდაზმულობის ვადა დიდი აქვს, ხოლო ყველა სხვა შესაძლო დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა უკვე გასულია.

„პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მასალა, დანართი არის ჩვენ სასარგებლოდ, ჩვენ უდანაშაულობას ამტკიცებს. საკრედიტო ხაზი, ხელშეკრულებები, ღიად და გამჭვირვალე გადარიცხვები, სასესხო ურთიერთობები - ეს არ არის ფულის გათეთრება. არც ერთ ელემენტში ფულის გათეთრების ელემენტებს არ შეიცავს. იმედია, რომ სასამართლო პირდაპირ შეწყვეტს საქმეს, იმიტომ, რომ მსგავსი მტკიცებულებებით არ შეიძლება აღიძრას საქმე. ფულის გათეთრების საქმეში „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ჩართვა თანამზრახველად, კიდევ უარესი ნონსენსია ამ დანაშაულის არსიდან გამომდინარე. ფულის გათეთრების საქმეს გრძელვადიანი ხანდაზმულობა აქვს, ყველაფერ სხვას ხანდაზმულობა აქვს გასული და თანაც, საკმაოდ შეურაცხმყოფელი მუხლი არის გამოყენებული ამ პირებისთვის, ბიზნესმენებისთვის, მათ საერთაშორისო რეპუტაცია აქვთ შელახული და შებღალული. ამ მუხლს საერთოდ, წინ სხვა დანაშაული უნდა უსწრებდეს, რაღაც დანაშაულით უნდა მივიღო ეს თანხა, რომ გავათეთრო. აღნიშნული დანაშაული საქმეში საერთოდ ვერ დგინდება“, - დასძინა ეგუტიამ.

ცნობისთვის, „თიბისი ბანკის“ დამძუნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს შეხვდენენ. შეხვედრაზე ინგლისიდან მიღებულ ექსპერტიზის შედეგზე ისაუბრეს, რომელიც „მუქარის წერილს“ ეხებოდა. ამასთან, ადვოკატმა მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხაზარაძე-ჯაფარიძის ბრალთან დაკავშირებითაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ფულის გათეთრებას ეხება.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას