იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის ფორმირებაზე მსჯელობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის ფორმირებაზე მსჯელობს.

სამუშაო ჯგუფი მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით იქმნება.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას განმარტა, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში თითო-თითო წარმომადგენელი ეყოლება ყველა საპარლამენტო ფრაქციას და პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებს, სამუშაო ჯგუფში ასევე შევლენ იურიდიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

მისივე თქმით, ყველა ის მასალა, რაც პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა, პარლამენტის წევრებს დღესვე გადაეგზავნებათ.

ანრი ოხანაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზრუნველყოფს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს.

მას შემდეგ, რაც სამუშაო ჯგუფი შესაბამისობის პროცედურების წარმართვას უზრუნველყოფს, უკვე საკომიტეტო განხილვები დაიწყება.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისადმი წარსადგენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საბოლოო 20-კაციანი სია 4 სექტემბერს შეარჩია. უზენაესი სასამართლოს მოსმართლეობის თანამდებობაზე ასარჩევად, იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტის წინაშე განსახილველად ნომინირებული არიან შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია; მერაბ გაბინაშვილი; შოთა გეწაძე; მირანდა ერემაძე; მამუკა ვასაძე; მაია ვაჩაძე; თამარ ზამბახიძე; შალვა თადუმაძე; ზაზა თავაძე; ვლადიმერ კაკაბაძე; ლევან მიქაბერიძე; გიორგი მიქაუტაძე; პაატა სილაგაძე; ნუგზარ სხირტლაძე; ლალი ფაფიაშვილი; ნინო ქადაგიძე; ლაშა ქოჩიაშვილი; ქეთევან ცინცაძე; ალექსანდრე წულაძე; გოჩა ჯეირანაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო