ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ არ ვერთიანდებით კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ, ვერთიანდებით საქართველოს მომავლისათვის

ჩვენ არ ვერთიანდებით კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ, ჩვენ ვერთიანდებით საქართველოს მომავლისათვის. აქედან გამომდინარე, „წითელი ხაზები“, ვინმე საძულველი პოლიტიკური ძალა ან საძულველი პიროვნება ჩვენთვის არ არსებობს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიაში, ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ვისთან ითანამშრომლებს „ლელო" და ვისთან აქვს „წითელი ხაზები“.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, საქართველოში „წითელი ხაზების“ გავლების პრაქტიკა უნდა დასრულდეს.

„როდესაც ადამიანები სიძულვილის ხაზებს ავლებენ ერთმანეთს შორის, ეს უნდა დამთავრდეს. ჩვენ უნდა შევძლოთ ახალი ტალღის შემოტანა, როდესაც პირიქით, ადამიანები ერთიანდებიან რაღაც დიდი მიზნის ირგვლივ და არა ის, როდესაც ადამიანები ერთიანდებიან ვიღაცის წინააღმდეგ.

აქდან გამომდინარე მინდა გითხრათ და ყოველთვის ამას გავიმეორებ - ჩვენ არ ვერთიანდებით კონკრეტული პიროვნების ან ვინმეს წინააღმდეგ. ჩვენ ვერთიანდებით საქართველოს მომავლისათვის. აქედან გამომდინარე, „წითელი ხაზები“ ვინმე საძულველი პოლიტიკური ძალა ან საძულველი პიროვნება ჩვენთვის არ არსებობებს. ქართველებს შორის არ უნდა არსებობდეს ისეთი გამყოფი ხაზი, რომელიც ადამიანებს დააშორებს ერთმანეთისგან. მე არ მიხსენებია რომელიმე პოლიტიკური პარტია, მე გითხარით, რომ ქართველებს შორის-მეთქი", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, მან უპასუხა კითხვას, „ქართულ ოცნების" წევრებთან თუ იქნება შეხვედრები.

„უნდა გითხრათ, რომ არ უნდა არსებობდეს საქართველოში ადამიანი, რომელსაც არ უნდა შეხვდე და არ უნდა ესაუბრო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი ღირებულებები გაიზიარო. პირიქით, ჩემი აზრით, აუცილებელია, რომ დავამკვიდროთ ნორმალური დიალოგის კულტურა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

"დღეს დავაფუძნეთ საზოგადოებრივი მოძრაობა, შესაბამისად ჩვენ ამოცანაა, რომ მთელს საქართველოში შევძლოთ ამ იდეის მიტანა, მთელდ საქართველოში შევძლოთ ლიდერების მოძებნა, იმ ადამიანების, რომელსაც ენდობა ადგილოვრივი მოსახლეობა,ადამიანების, რომლებსაც აქვთ წარმატების გამოცდილება საკუთარ სფეროში და ამ წარმატების საფუძველზე შევქმნათ რეგიონალური წარმატება",.განაცხადა ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს