რამაზ საყვარელიძე - ჭკვიანური ნაბიჯია ის, რომ მამუკა ხაზარაძე დამოუკიდებლად, პოლიტიკურ პარტიებზე ორიენტაციის გარეშე აპირებს პარლამენტში შესვლას

როგორც თავის დროზე ალეკო ელისაშვილმა თქვა უარი პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერაზე, ანალოგიურ სტრატეგიად აღვიქვი ხაზარაძის განცხადება, რომ ის რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე ორიენტაციას არ აიღებს, - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „ინტერპრესნიუსთან“ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ პრეზენტაციას.

საყვარელიძის შეფასებით, „ჭკვიანური ნაბიჯია“ და „ძალიან საღი დამოკიდებულება“, როცა მამუკა ხაზარაძე დამოუკიდებლად, პოლიტიკურ პარტიებზე ორიენტაციის გარეშე აპირებს პარლამენტში შესვლას.

მამუკა ხაზარაძემ უარი თქვა რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე ორიენტაციაზე. ეს მიმაჩნია ძალიან ჭკვიანურ ნაბიჯად, რადგან საქართველოში პარტიებს არ აქვთ ისეთი ავტორიტეტი, რომ მათთან საქმიანობით ხალხი მოიზიდო, პირიქით. თავის დროზე ელისაშვილმა თქვა უარი პარტიების მხადაჭერაზე თუ გახსოვთ, როცა მერის არჩევნებში მონაწილეობდა. ამან მას წარმატება მოუტანა და საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა. ანალოგიურ სტრატეგიად აღვიქვი ხაზარაძის ეს განცხადება, რომ ის რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე ორინტაციას არ აიღებს და ეცდება დამოუკიდებლად შევიდეს პარლამენტში. მაქსიმალურად მაღალი შედეგით და მერე უკვე იმის მიხედვით, ქვეყანას რა გამოადგება, იმის მიხედვით იქნება ორიენტირებული ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალაზე. ძალიან საღი დამოკიდეულებაა“, - აღნიშნა საყვარელიძემ.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის გუნდის წევრებს, როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ვინაიდან მან უარი თქვა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობაზე, სავარაუდოდ, მას „ცნობადი სახეები არ ეყოლება“.

„საქართველოში ცნობადის ქვეშ, ძირითადად იგულისხმება ხოლმე პოლიტიკოსები და თუ ხაზარაძე არ აპირებს პოლიტიკოსებზე და არსებულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ფიგურებზე ორიენტაციას, მაშინ ამ მხრივ ცნობადი სახეები არ ეყოლება“, - აღნიშნა ექსპერტმა.

შეგახსენებთ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელო“ იქნება. შესაბამისი განცხადება ხაზარაძემ ანაკლიაში გააკეთა, სადაც მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუხა ხაზარაძის განცხადებით, არჩევნებამდე არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან ის თანამშრომლობას არ აპირებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა