ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთა კომისია პირველ საორგანიზაციო სხდომას გამართავს

პარლამენტში, პირველ საორგანიზაციო სხდომას, ახალი სახელწოდებითა და ახალი შემადგენლობით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხთა კომისია გამართავს.

დროებითი კომისია ახალ თავმჯდომარესა და მდივანს აირჩევს და დებულების პროექტს დაამტკიცებს.

არსებული ინფორმაციით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთა კომისიას ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს.

კომისიის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობიდან წარმოდგენილი იქნებიან: - გიორგი ვოლსკი, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ხუნდაძე, გიორგი კოპაძე, სიმონ ნოზაძე, და გიორგი გაჩეჩილაძე.

კომისიაში “ევროპული საქართველოდან“ წარდგენილი არიან - გიორგი კანდელაკი, ლელა ქებურია და სერგი კაპანაძე, ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსი - სოციალ დემოკრატებიდან“ - ადა მარშანია, “ნაციონალური მოძრაობიდან“ - რომან გოცირიძე, ხოლო ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატის კვოტით - გედევან ფოფხაძე და კობა ნარჩემაშვილი.

ექვს თვეზე მეტია, რაც პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიას არ უმუშავია.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისია, როგორც დროებითი ორგანო, პარლამენტში 2004 წლიდან არსებობს. ის მეცხრე მოწვევის პარლამენეტში 2017 წლის 1-ელ მარტს, ორი წლის ვადით შეიქმნა. კომისიას უფლებამოსილების 2-წლიანი ვადა კი ისე ამოეწურა, რომ ვადის გაგრძელებაზე მსჯელობა არ ყოფილა.

ამის შემდეგ, 2 აპრილს, პარლამენტმა მიიღო დადგენილება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც დღეს პირველ საორგანიზაციო სხდომას გამართავს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს