კარლ ჰარცელი - ყურადღებით დავაკვირდებით პარლამენტის როლს მოსამართლეების შერჩევის პროცესში, რადგანაც სასამართლო სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია

იმედი მაქვს, რომ პარლამენტი შეძლებს ითამაშოს გადამწყვეტი როლი იმისთვის, რომ შეირჩნენ მაღალი პროფესიული სტანდარტისა და ასევე მაღალი პიროვნული სტანდარტის მქონე მოსამართლეები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კომენტირებისას განუცხადა.

ჰარცელის განცხადებით, კანდიდატების შერჩევის პროცესი კარგად მიმდინარეობდა და პროცესს თვალს ადევნებს.

„მე პირადად ვიყავი ჩართული იმ პროცესში, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას უძღოდა წინ. სამუშაო ჯგუფის ფორმატში იყო შეხვედრები, ასე რომ, ინტერესით ვადევნებ თვალს. შერჩევის პროცესი იყო კარგი და იმედი მაქვს, რომ პარლამენტი შეძლებს ითამაშოს გადამწყვეტი როლი იმისთვის, რომ შეირჩნენ მაღალი პროფესიული სტანდარტისა და ასევე მაღალი პიროვნული სტანდარტის მქონე მოსამართლეები. სწორედ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის მონიტორინგი ამ პროცესთან დაკავშირებით, სადაც გამოთქმულია გარკვეული წუხილი ამ პროცესის ხარისხთან დაკავშირებით. მე უკვე დავიწყე საუბრები ქართული მხარის წარმომადგენლებთან ამ თემასთან დაკავშირებით, რასაც გავაგრძელებ და ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით პარლამენტის როლს მთელ ამ პროცესში, რადგანაც სასამართლო სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვისა და მათთან გასაუბრების პროცესი იწყება.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის 20-კაციანი სია და მათთან დაკავშირებული ინფორმაცია პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. ამასთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის ამოცანაა, ხელი შეუწყოს კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს