“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის რეგულაციები თამბაქოს ახალ ნაწარმზეც გავრცელდება

“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის რეგულაციები თამბაქოს ახალ ნაწარმზეც გავრცელდება. უმრავლესობის დეპუტატთა მიერ ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანონში თამბაქოს ახალი ნაწარმისა და ელექტრონული სიგარეტის ცნებები ჩნდება. პროექტს, 16 სექტემბრის სხდომაზე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, განისაზღვრა თამბაქოს ახალი ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსების თაობაზე შეტყობინების წესი. თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულნი ხდებიან, შეატყობინონ სამინისტროს ნებისმიერი თამბაქოს ახალი ნაწარმის შესახებ, რომლის საქართველოს ბაზარზე განთავსებასაც გეგმავენ. შეტყობინება სამინისტროს უნდა მიეწოდოს სამინისტროს მიერ განსაზღვრული ფორმით, საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე სამი თვით ადრე.

შეტყობინებას თან უნდა ერთვოდეს თამბაქოს ახალი ნაწარმის დეტალური აღწერა, ასევე მისი გამოყენების ინსტრუქცია და ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების და გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, თამბაქოს ახალ ნაწარმზე გავრცელდება სამედიცინო გაფრთხილების დატანის განსხვავებული წესი: თამბაქოს ახალი ნაწარმის თითოეულ შეფუთვაზე განთავსდება საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება (პიქტოგრამის გარეშე). სამედიცინო გაფრთხილების ორ ნიმუშს მთავრობა დაამტკიცებს.

თამბაქოს ახალ ნაწარმთან მიმართებით ასევე დაზუსტდა, რომ სამედიცინო გაფრთხილება უნდა იყოს განთავსებული შეფუთვის წინა და უკანა დიდ გვერდებზე და არ უნდა იკავებდეს გვერდის საერთო ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზები.

პროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია, დავით სონღულაშვილი, სულხან მახათაძე, ირაკლი მეზურნიშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე