„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - პარადოქსია, პარლამენტი თამბაქოს ინდუსტრიის ხელშემწყობ კანონპროექტს განიხილავდეს

დღეს, 16 სექტემბერს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში თამბაქოს ინდუსტრიის ინიციატივით მომზადებულ ცვლილებათა პროექტს მოისმენენ.

როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ აცხადებენ, დასანანია, რომ დღეს, როდესაც უკვე ცნობილია ელექტრონული სიგარეტის სასიკვდილო გავლენის შესახებ, საქართველოს პარლამენტში მომაკვდინებელი პროდუქტის რეალიზაციის და პოპულარიზაციის ხელშემწყობ საკანონმდებლო ცვლილებას განიხილავენ.

„საკანონმდებლო პროექტი თამბაქოს ახალი, ტექნოლოგიური ნაწარმის, ე.წ. ელექტრონული და გასახურებელი თამბაქოს (აიქოსის) მიმართ რეგულაციების შერბილებას ან გაუქმებას მოითხოვს. კერძოდ, ნებადართული უნდა იყოს დახურულ სივრცეში ელექტრონული ან გახურებადი თამბაქოს გასინჯვა, პოპულარიზაციის და რეკლამის სხვადასხვა ფორმა, სავაჭრო ქსელებში ელექტრონული ან გახურებადი თამბაქოს შიდა გამოდება და გამარტივდეს შეფუთვის წესი, ანუ პიქტოგრამების გარეშე მხოლოდ სამედიცინო გაფრთხილება იყოს დატანილი.

დასანანია, რომ დღეს, როდესაც უკვე ცნობილია ელექტრონული სიგარეტის სასიკვდილო გავლენის შესახებ, საქართველოს პარლამენტში მომაკვდინებელი პროდუქტის რეალიზაციის და პოპულარიზაციის ხელშემწყობ საკანონმდებლო ცვლილებას განიხილავენ. არადა, უკანასკნელი დღეების განმავლობაში საყოველთაოდ ცნობილი გახდა იმ ტრაგედიების შესახებ, რომელიც უშუალოდ ელექტრონულ სიგარეტს უკავშირდება, აშშ-ში ფილტვის დღემდე უცნობი დაავადებით გარდაცვლილია 6 და ასობით უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი კლინიკებში მკურნალობას განაგრძობს. გარდაცვლილთა და დაზარალებულთა უმრავლესობა თინეიჯერია, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ელექტრონული სიგარეტის რეალიზაციაზე უმკაცრესი შეზღუდვები უკვე გამოაცხადა. ევროკავშირიც ასეთივე შეზღუდვებიას მომხრეა. ჯანდაცვისა და სურსათის უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისრის ვიტენის ანდრიუკაიტისმასაქართველოს მთავრობისაც მოუწოდა, უფრო გაამკაცრონ ელექტრონული სიგარეტისა და ახალი მოწყობილობების რეგულირება, რადგან, ევროკომისრის აზრით, ახალი ტიპის მოწყობილობები განსაკუთრებით მიმზიდველია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, შესაბამისად, მათზე მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს.

ელექტრონული სიგარეტის მოზარდებში მოთხოვნასთან დაკავშირებით მძიმე მდგომარეობაა საქართველოშიც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ჩატარებული კვლევების თანახმად, მოზარდებში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საგანგაშო სტატისტიკაში მნიშვნელოვანი წილი სწორედ ელექტრონულ და გახურებად თამბაქოს უკავია. უკვე ყოველი მეხუთე ახალგაზრდა ელ. სიგარეტის მომხმარებელია. მიუხედავად ამისა, პარლამენტში თამბაქოს ინდუსტრიის კეთილდღეობაზე ზრუნავენ და აღარც მალავენ, რომ მკვლელ ბიზნეს ლობირებენ. ფაქტია, საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივა სწორედ პარლამენტართა ერთმა ჯგუფმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, დავით სონღულაშვილმა, სულხან მახათაძემ, ირაკლი მეზურნიშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა წარმოადგინეს. მაშინ, როდესაც ანალოგიური ცვლილებათა პროექტის წარდგენა თამბაქოს ინდუსტრიამ მანამდე ორჯერ წარუმატებლად სცადა. 2018 წელს, "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“(ერთ-ერთი წევრი „ფილიპ მორისია“) სახელით წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიზანიც თამბაქოს კონტროლის ეფექტური კანონის დარღვევა იყო, საქართველოს პარლამენტმა არ მიიღო. შემდგომში თამბაქოს ინდუსტრია მთავრობის ხელით ეცადა იგივე ინიციატივის დაყენებას, თუმცა ამაოდ, ვიდრე ჩამოთვლილი პარლამენტარების გული არ მოიგო.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ მიიჩნევს:

1. წარმოდგენილი კანონპროექტი თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციისა და "თამბაქოს კონტორლის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს ეწინააღდეგება, რადგან ის მომზადებულია უშუალოდ თამბაქოს ინდუსტრიისა და მათთან დაკავშირებული პირების ჩართულობით და მათთან კონსულტაციებით. შესაბამისად, კანონპროექტიდან უნდა ამოიღონ ელ. სიგარეტთან და ახალი ტიპის თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებული რეგულაციები და მათზე, როგორც თამბაქოს პროდუქტზე ისედაც ვრცელდება ყველა სახის რეგულაცია, მათ შორის რეკლამა/პოპულარიიზაციის სრულად აკრძალვა, შეფუთვა-მარკირების წესები, მოწევის აკრძალვა საზოგადოებრივ შენობებში და ა.შ.;

2. საქართველო გამოცხადდეს ელექტრონული სიგარეტის, გახურებადი თამბაქოსა და თამბაქოს ახალი ნაწარმისაგან თავისუფალ ზონად“, - აცხადებენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა