ავღანეთის პრეზიდენტის მოსახლეობასთან შეხვედრისას აფეთქება მოხდა, დაღუპულია 24 ადამიანი

ავღანეთში მომხდარ აფეთქებას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 31-ია, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აფეთქება ფარვანის პროვინციაში იმ ტერიტორიასთან ახლოს მოხდა, სადაც ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ხვდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად პრეზიდენტი ღანი არ დაშავებულა.

„მსხვერპლის უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. მათ შორის არიან ქალები და ბავშვებიც. გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს,“ - განაცხადა ადგილობრივი საავადმყოფოს ხელმძღვანელმა.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქება თვითკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღესვე აფეთქება მოხდა ქაბულის ცენტრშიც, სადაც სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა.

თალიბების მეთაურებმა პირობა დადეს, რომ ავღანურ და უცხოელ ძალებთან შეტაკებებს გაააქტიურებენ, რათა მოსახლეობა აიძულონ 28 სექტემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვან.

იხილეთ ვიდეო:

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს