კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკა უნდა გამოეყოს და ცალკე უწყებად ჩამოყალიბდეს

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ენერგეტიკა ეკონომიკის სამინისტროს უნდა გამოეყოს და ისევ ცალკე უწყებად ჩამოყალიბდეს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. დასმული კითხვის საპასუხოდ ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ "ამაზე პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას".

"ენერგეტიკის სამინისტრო უნდა გამოეყოს თუ არა ან უნდა დარჩეს თუ არა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში, გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩემი მოსაზრება თუ გაინტერესებთ, დარგი მართლაც მნიშვნელოვანია. მე, როგორც ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ვისურვებდი, რომ ყოფილიყო ცალკე სამინისტრო. მნიშვნელოვანი დარგია თუნდაც ინვესტიციების თვალსაზრისით. ერთ-ერთი სერიოზული ადგილი ეკავა ყოველთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით. ჩვენ თუ გავიხსენებთ ბოლო წლებს, რაც 2012 წლიდან მოყოლებული გაკეთდა ამ დარგში, მართლაც არის უმნიშვნელოვანესი ყველა ის განხორციელებული პროექტი, რომელიც მოვახერხეთ. მხედველობაში მაქვს ახალი ელექტროსადგურები, ქარის ელექტროსადგური, ქვესადგურების პროექტი, გადამცემი ხაზები, ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ელექტროენერგიის მოხმარების ნაწილში არ ვიყოთ დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე. ეკონომიკა იზრდება, წინ მიდის და რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის მოხმარებაც იზრდება. შესაბამისად, ქვეყანას აქვს წყლის იმდენი რესურსი, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე და ეს ყველაფერი რაციონალურად უნდა იყოს გამოყენებული",- განაცხადა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს